თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდში ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი, რომელიც საბოლოოდ 4 საცხოვრებელ ბინას მოედო, ელექტროპლიტაა. მისმა აალებამ მცირე მოცულობის გაზის ბალონის აფეთქება გამოიწვია, რასაც ხანძრის გავრცელება მოჰყვა.
საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ.