თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. გლდანის პირველი მიკრორაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ცეცხლის გაჩენის დროს ბინაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი არასრულწლოვანია, რომელიც, კვამლით ინტოქსიკაციისა გამო საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც ბინის მეპატრონე აცხადებს, შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ოთახში დარჩენილი ანთებული სანთელი გახდა.
ამ დროისთვის ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია.