დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 აგვისტო

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს სახლის საზრუნავი დროის უმეტეს ნაწილს წაიღებს. დიდი ალბათობით, გეგმების შეცვლა მოგიწევთ, ან დამატებითი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება. შეგიძლიათ დაიხმაროთ ახლობლები. უახლოეს მომავალში თანხის მოულოდნელი ხარჯვა მოგიწევთ, ამიტომ დღეს სასურველია, რომ არასაჭირო ნივთები არ შეიძინოთ.

კაზინოში - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე აზარტული ნიშნები - ტოპ-სამეული

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დღევანდელი დღე არასასურველია ნებისმიერი წამოწყებისთვის და საერთოდ, საქმიანობისთვის. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია პრობლემები პირად ცხოვრებაში – ჩხუბი, ეჭვიანობა, ან უთანხმოებები მეზობლებთან, კოლეგებთან. ეცადეთ, სხვებს მაღალი მოთხოვნები არ წაუყენოთ. საღამოს აჯობებს, თუ ფიზიკურ დატვირთვას გამორიცხავთ, ჯანმრთელობას გაუფრთხილდებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღის განმავლობაში არ ღირს კოლეგების რჩევებზე დანდობა ან ახლობლების დახმარების მოლოდინში ყოფნა. დიდი ალბათობით, დღეს მთელი ენერგიის მიმართვა საკუთარი თავისა და საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების დაცვაზე მოგიწევთ. მოსალოდნელია არასასიამოვნო ინფორმაციის მიღება, არ არის გამორიცხული ჩხუბი ეჭვიანობის ან ფინანსების გამო. დღეს თქვენთვის ხელსაყრელია აქტიური დასვენება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

დღის დასაწყისი ხელსაყრელი დროა შენაძენებისთვის, კაპიტალდაბანდებებისთვის. შესაძლებელია დიდი ხნის ნანატრი ინფორმაცია ან შეხვედრა კომპანიონებთან, რაც ადრე დადებული შეთანხმებების დადებითი შედეგი გახდება. დღის მეორე ნახევარში პლანეტების არახელსაყრელი განლაგება ფინანსურ პრობლემებს შექმნის, ასევე, მოსალოდნელია უთანხმოებები და ჩხუბი საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, შეიკავოთ ემოციები.

ვეფხვი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. დღის პირველი ნახევარი კარგია ურთიერთობებისთვის, ახალი კავშირების დამყარებისთვის, შესაძლოა, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში პოზიტიური ცვლილებების მიღწევაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში პრობლემები ოჯახურ ურთიერთობებშია მოსალოდნელი. ეცადეთ, მაღალ ტონებში არ გაარჩიოთ საქმე, რათა სერიოზული უთანხმოებები არ შეიქმნას.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

კარგი დროა საქმიანობის სფეროს შეცვლის, ახალი ნაცნობობისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის. დღეს, შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ საკუთარი უნარების დემონსტრირება. ენერგია ახალი საქმიანი წინადადებებისკენ მიმართეთ. ხართ ენერგიული, ოპტიმისტური, რაც გარშემომყოფებზეც გადადის. შესაძლოა, გაიცნოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი, რომელიც დიდი ხანია, თქვენ მიმართ გულგრილი არ არის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

საკმაოდ ნერვული და არახელსაყრელი დღეა. დიდი ალბათობით, კეთილდღეობისთვის გადადგმული ნაბიჯების შედეგად ვერ მიიღებთ საგრძნობ შედეგებს. უნდა მოერიდოთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას, ნებისმიერ საზოგადოებრივ ღონისძიებას. არ არის გამორიცხული სირთულეები ოჯახურ ურთიერთობებში, ასევე უთანხმოებები კოლეგებთან და მეგობრებთან. ეცადეთ, დადებით ემოციებზე გაამახვილოთ ყურადღება და გაერიდოთ უსიამოვნო ფიქრებს.

პეიზაჟი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე გაბედული და კეთილშობილი ნიშნები – ტოპ-სამეული

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მორიელი

სასიცოცხლო ენერგეტიკა დაბალ დონეზეა. პერიოდულად გაჩნდება პრობლემები, რომლებიც გიბიძგებთ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მიიღოთ ან იმოქმედოთ დაუფიქრებლად. მოერიდეთ ემოციებით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების მიღებას და ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში არ დანიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები. საუკეთესო გადაწყვეტილება დღეს ადრე დასახული გეგმების შედეგების შეჯამება იქნება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დასვენების, ახალი ცოდნის მიღებისა და ენერგეტიკული პოტენციალის ამაღლების დღეა. დღის პირველ ნახევარში გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელი პირად ურთიერთობებში, ხოლო უსიამოვნო ინფორმაციამ შესაძლოა, ემოციური „აფეთქებაც“ გამოიწვიოს. ეცადეთ, რომ დღე სუფთა ჰაერზე, მშვიდ ვითარებაში გაატაროთ, მოდუნდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღევანდელი დღის ხელსაყრელი ასპექტები ხელს უწყობს ურთიერთობებს, გართობასა და აქტიურ დასვენებას. დიდი ალბათობით, ზოგიერთ თქვენგანს შემოქმედებითი შთაგონება ეწვევა. დღის მეორე ნახევარში სიფრთხილეა საჭირო, რადგან ტრავმების მიღების ალბათობა დიდია. ასევე, არ არის გამორიცხული შეცდომების დაშვება, რის გამოც დაწყებული საქმის დასრულება გაჭირდება.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ყველაზე ძლიერი პიროვნებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ძალზე ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების, საქმიანი კონტაქტების მოგვარებისა და ახალი ნაცნობობისთვის. საკმაოდ მაღალია სასიცოცხლო ენერგია და პირადი მომხიბვლელობა. დღის პირველი ნახევარი კარგი დროა ბიზნესში ენერგიული მოქმედებებისთვის. შესაძლოა, გაიცნოთ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან. დღეს ნებისმიერ საქმეს ბევრად ნაკლები ძალისხმევა სჭირდება, ამიტომ გამოიყენეთ ეს დრო.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

არაერთმნიშვნელოვანი დღეა, რომელიც, შესაძლოა, ძალზე დაძაბულიც აღმოჩნდეს. თქვენი ცხოვრების ემოციური და ფიზიკური შემადგენელი ეცემა, ამიტომ მოსალოდნელია სირთულეები ურთიერთობებში. დღეს ნუ გექნებათ ვარსკვლავების მხარდაჭერის იმედი, უნდა ეცადოთ, რომ მშვიდ გარემოში გაატაროთ დრო, მოერიდოთ კონფლიქტებს და ურთიერთობებს უსიამოვნო ადამიანებთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0