კრეატივის კვირა მწერლებისთვის: არტ–ვილაში შემოქმედებითი წერის კურსი გაიმართება

© Photo: Garikula / FBარტ–ვილა გარიყულა
არტ–ვილა გარიყულა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემოქმედებითი კურსის თემა იქნება მოვლენები, რომელიც ვერ გავიაზრეთ

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik.  საქართველოს დამწყები მწერლებისთვის შემოქმედებითი წერის უფასო კურსი  კასპში, არტ–ვილა „გარიყულას“ ტერიტორიაზე 1–7 სექტემბრის პერიოდში გაიმართება.

ინიციატივის ორგანიზატორია  ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest i Nova. პროექტი ლიტერატურული პლატფორმის „ხშირად დასმული კითხვები“ (Frequently asked questions) ფარგლებში გაიმართება, პროექტს მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 

ვახო ბუღაძე - Sputnik საქართველო
„ნულიდან": თბილისში ვახო ბუღაძის ექსპერიმენტული ნახატები გამოიფინება

სემინარებს ცნობილი ქართველი მწერალი და მთარგმნელი დავით გაბუნია ჩაატარებს. საკონკურსო თემა ცნობილია – „დრო: 1989–2019 წლები“.

 „ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში მომხდარი ამბები და მოვლენებია,  რომელმაც დღევანდელი დღე განაპირობა, თუმცა გაუაზრებელი დარჩა და დაიკარგა. შერჩეული ავტორები ვორქშოპის განმავლობაში კონკრეტულ ერთ წელზე დაწერენ ტექსტებს“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

 კურსის განმავლობაში მწერლები იმუშავებენ და იცხოვრებენ „გარიყულაში“. ყველა ხარჯს ორგანიზატორები დაფარავენ.

კონკურსში საკუთარი ძალების მოსინჯვა ნებისმიერ ავტორს შეუძლია. ამისთვის საჭიროა 150–სიტყვიანი განცხადების დაწერა, რომელშიც ლაკონურად უნდა იყოს ნათქვამი, თუ რატომ გსურთ ღონისძიებაში მონაწილეობა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 25 აგვისტოა, კონკურსანტების ვინაობა კი 28 აგვისტოს გახდება ცნობილი.

Art Villa Garikula–ს მხატვრების კომუნა თბილისიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. ცენტრის დამაარსებელი მხატვარი ყარამან ქუთათელაძეა.

Art Villa Garikula–ში სისტემატურად იმართება საერთაშორისო ფესტივალები, მასტერ–კლასები და გამოფენები.

ყველა ახალი ამბავი
0