პლაგიატები ქართულ სამოდელო ბიზნესში და გემოვნებიანი ადამიანების ქალაქი

© photo: courtesy of Veriko Zubashviliვერიკო ზუბაშვილი
ვერიკო ზუბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პლაგიატი ქართული დიზაინის სფეროში - ეს თემა ყველა კეთილსინდისიერი პროფესიონალისთვის მტკივნეული და თითქმის გადაუჭრელია, ამ მხრივ არც ამ მასალის გმირია გამონაკლისი...

ვერიკო ზუბაშვილი პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერია, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მოდის დიზაინის ფაკულტეტის გარდა აბრამ ბაზელის მაღალი მოდის აკადემიაც დაამთავრა. პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა დროს ცნობილ ქართველ დიზაინერებთან მუშაობით შეიძინა.

დღეს საბავშვო კოლექციაზე მუშაობს და განსხვავებულ სამოსს ქმნის, უფროსებისთვის შექმნილ კოლექციაში ტრადიციული სამოსის ისეთ შემადგენელ ნაწილს იყენებს, როგორიცაა, მაგალითად ყაბალახი, რომელიც თანამედროვე ინტერპრეტაციითაა დამზადებული. სამოსის გარდა ყელსაბამებს, ჩანთებსა და თოჯინებს აკეთებს.

© photo: courtesy of Veriko Zubashviliვერიკო ზუბაშვილი
პლაგიატები ქართულ სამოდელო ბიზნესში და გემოვნებიანი ადამიანების ქალაქი - Sputnik საქართველო
ვერიკო ზუბაშვილი

-ვერიკო, დავიწყოთ დიზაინერებისთვის ისეთი მტკივნეული თემით, როგორიცაა პლაგიატობა...

- ძალიან მერიდება ამ თემაზე ასე ღიად საუბარი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: დიზაინერების უმეტესობა პლაგიატია. პრობლემა ისიცაა, რომ გამოსავალიც არ არსებობს, რადგან საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ძალიან ცუდი კანონი გვაქვს მიღებული. ჯერ ერთი, მათი მომსახურებით რომ ისარგებლო, ამისთვის კოლოსალური თანხები უნდა გადაიხადო. მეორე - ამ თანხის გადახდას არანაირი აზრი აქვს. მარტივად რომ ავხსნა, მაგალითად, მე რაღაც ფორმის ყვავილი გავაკეთე, ვიღაცამ რომ იგივე ყვავილი დაამზადოს, ოღონდ სხვა ფერის, ითვლება, რომ უკვე სხვა ნაწარმია. თუკი ჩვენი ნახელავის ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებისგან თავს შევიკავებთ, ეს არაფერს ცვლის, რადგან შემდეგ მაინც იჩენს ეს პრობლემა თავს. ასე არ შეიძლება და ამას დროზე უნდა მივხედოთ. რათა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ორიგინალური ნაწარმი და მიმსგავსებულად შექმნილი.

© photo: courtesy of Veriko Zubashviliვერიკო ზუბაშვილის საავტორო ყაბალახი
პლაგიატები ქართულ სამოდელო ბიზნესში და გემოვნებიანი ადამიანების ქალაქი - Sputnik საქართველო
ვერიკო ზუბაშვილის საავტორო ყაბალახი

- ბაზელის აკადემიაში როგორ მოხვდით?

-მაშინ მე ვიყავი სტუდენტი ახალციხის უნივერსიტეტისა, სადაც ძალიან კარგი კონტიგენტი მასწავლიდა. მერე ისე მოხდა, რომ აბრამ ბაზელმა ჩემი ნამუშევრები ნახა, მოეწონა და თავის აკადემიაში ჩამრიცხა. უნივერსიტეტში სწავლა არ შემიწყვეტია. თბილისში ვიყავი და პარალელურად ნამუშევრებს ახალციხეში ვაგზავნიდი. დიპლომი ორივეგან დავიცავი.

© photo: courtesy of Veriko Zubashviliვერიკო ზუბაშვილის ნამუშევარი
პლაგიატები ქართულ სამოდელო ბიზნესში და გემოვნებიანი ადამიანების ქალაქი - Sputnik საქართველო
ვერიკო ზუბაშვილის ნამუშევარი

- ამის შემდეგ ცნობილ დიზაინერებთან შეიძინეთ პრაქტიკული გამოცდილება...

-დიახ, საკმაოდ გამოცდილ დიზაინერთან ვარ ნამუშევარი, ესენია: თეონა თავართქილაძე, იკა ბობოხიძე, სალომე ამანათიშვილი, თამუნა ინგოროყვა და ანუკი არეშიძე. კოლექციის შექმნის დროს დიზაინერი ესკიზს რომ დახატავდა საბოლოო ვარიანტს ერთმანეთთან ვათანხმებდით. მე ჩემი კუთხით კორექტივები შემქონდა. შემდეგ თარგს ვაკეთებდი, მასალაში ვჭრიდი და მკერავს ვაძლევდი შესაკერად. მათთან მუშაობის დროს რასაც ვაკეთებდი ყველაფერი უცხოეთშია გატანილი.

© photo: courtesy of Veriko Zubashviliვერიკო ზუბაშვილის მიერ შექმნილი საბავშვო სამოსი
პლაგიატები ქართულ სამოდელო ბიზნესში და გემოვნებიანი ადამიანების ქალაქი - Sputnik საქართველო
ვერიკო ზუბაშვილის მიერ შექმნილი საბავშვო სამოსი

- თბილისი ყოველთვის იყო გემოვნებით ჩაცმული ადამიანების ქალაქი…

-გეთანხმებით, თბილისი ყოველთვის იყო გემოვნებით ჩაცმული ადამიანების ქალაქი. ამბობენ, რომ აქ მუქ ფერებს უფრო ანიჭებდნენ უპირატესობას, მაგრამ მე ასე ვერ ვიტყოდი. ვფიქრობ ფერების სიმუქე იმ რთულმა პერიოდებმა განაპირობა. საერთოდ კი თბილისს ჩვევია საერთო ტენდენციების ატაცება. ხშირად არ ვფიქრობთ იმაზე, გვიხდება თუ არა, მოდაშია და მორჩა! არადა, მოდა ისაა, რასაც ვიხდენთ. მნიშვნელოვანია სწორად ვარჩევთ თუი არა სამოსსა და აქსესუარებს, ვითვალისწინებთ თუ არა დროის ტენდენციებს. თუმცა არ ვთვლი, რომ ამან გარკვეული ჩარჩოები უნდა შექმნას. დღეს მასას რომ გადავხედოთ მუქმა ფერებმა იკლო და ტანისამოსი გაფერადდა. თუმცა არის ისეთი სამოსი და ქსოვილი, რომელიც ყველა დროში აქტუალური და მოსახერხებელია. „ჯინსი-კედი-მაისური“-ამგვარი შეხამება აქტუალობას დღესაც არ კარგავს, რადგან ეს ადვილად მოსარგები და ამავე დროს მოდურია. ჩემი აზრით, მოდას ასაკი არ გააჩნია, ქალი ყოველთვის კოხტად უნდა გამოიყურებოდეს.

© photo: courtesy of Veriko Zubashviliვერიკო ზუბაშვილის საავტორო ჩანთა
პლაგიატები ქართულ სამოდელო ბიზნესში და გემოვნებიანი ადამიანების ქალაქი - Sputnik საქართველო
ვერიკო ზუბაშვილის საავტორო ჩანთა

- ძვირადღირებული სამოსის გარეშეც თუ არის შესაძლებელი, რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ? 

- სულაც არ არის აუცილებელი ძვირფასი სამოსის ჩაცმა, ეს უბრალოდ გემოვნების სწორად გადმოცემის მომენტია, რაც ერთობლიობაში მოდის ადამიანის გარეგნობასა და პიროვნებასთან. რაც შეეხება სამოსის კონკრეტულ ასაკზე მორგებას გარკვეულწილად ესეც ხდება ხოლმე ოღონდ კონკრეტული პიროვნებიდან გამომდინარე, აქ დიდ როლს თამაშობს ადამიანის შინაგანი სამყარო. ჩემთვის ყოველ შეკვეთას თავისი სირთულე და ხიბლი ახლავს, ეს ძიების საინტერესო მომენტია. ჩემი გარდერობი ძირითადად ჩემს მიერ შექმნილი სამოსითაა სავსე, ალბათ ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ  ჩემი სტილით და დიზაინით  ყოველთვის ვიპყრობ ყურადღებას, ძირითადად ჩემს მიერ შექმნილ ჩანთებსა და აქსესუარებს ვატარებ.

© photo: courtesy of Veriko Zubashviliვერიკო ზუბაშვილის მიერ დამზადებული თოჯინა
პლაგიატები ქართულ სამოდელო ბიზნესში და გემოვნებიანი ადამიანების ქალაქი - Sputnik საქართველო
ვერიკო ზუბაშვილის მიერ დამზადებული თოჯინა

- თოჯინებზე მუშაობა -ცალკე თემაა, მათთვის უფრო რთულია ტანისამოსის შერჩევა თუ ადამიანისთვის?

- თოჯინების შექმნა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დავიწყე - ჩემთვის ეს მეორე მთავარი თემაა. ეს იყო ჩემი ოცნების განხორციელების მორიგი ეტაპი, რომელიც ასეთი სახით გადმოვეცი. თოჯინების გაკეთება ძალიან შრომატევადი საქმეა, რადგან ყველაფერი თვით თოჯინის სადგამიც კი ხელითაა გამოთლილი. ჯერ ვქმნი ჩონჩხს, ანუ ცარიელ ფიგურას და შემდეგ ვმოსავ. ყველაფერი ხელით მაქვს შექმნილი- არანაირი მანქანა ან დანადგარი. სამოსის შერჩევა ადამიანებზე უფრო რთულია ვიდრე თოჯინებზე. კონკრეტილი პიროვნებას უნდა ჩაწვდე და მოდელიც მისი შინაგანი სამყაროდან გამომდინარე უნდა შეურჩიო.

© photo: courtesy of Veriko Zubashviliვერიკო ზუბაშვილის მიერ დამზადებული თოჯინა
პლაგიატები ქართულ სამოდელო ბიზნესში და გემოვნებიანი ადამიანების ქალაქი - Sputnik საქართველო
ვერიკო ზუბაშვილის მიერ დამზადებული თოჯინა

- ქალის ჩანთა და ფეხსაცმელი ბევრად განსაზღვრავს მის საერთო სტილს..

- გეთანხმებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფეხსაცმლისა და ჩანთის სწორად შერჩევას, ეს აქსესუარები ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს საერთო სტილის ჩამოყალიბებაში. დიდ დროს ვუთმობ იმას, რომ სწორად შევარჩიო მასალა და მას ერთობლიობაში მოვუყარო თავი. განსხვავებული მასალა საინტერესოს ხდის სამუშაო პროცესს და ჩემთვის სირთულეებთან ჭიდილი სასიამოვნოა. ყოველთვის ვქმნი იმას, რაც ჩემ გონებაშია და გულით მინდა, რომ გავაკეთო. წინასწარ  ვხედავ რა გამოვა და ეს კიდევ უფრო მეტად მიზიდავს. ჩემს თვალში გემოვნებიანი ქალბატონია ის, ვინც საკუთარი სტილით, ინდივიდუალიზმითა და სწორად შერჩეული სამოსით იქცევს ყურადღებას...

 

ყველა ახალი ამბავი
0