ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ზახაროვამ აშშ-ის გადაწყვეტილება დაგმო: „ასე არ შეიძლება“

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე აშშ−ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გავა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან, „თუ ეს საჭირო გახდება“.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უოასუხისმგებლო უწოდა აშშ−ს გადაწყვეტილებას , გავიდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გასვლით იმუქრება

მანამდე აშშ−ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გავა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან (მსო), „თუ ეს საჭირო გახდება“. პრეზიდენტის აზრით, ორგანიზაციის წესები ხელს უწყობს სხვა ქვეყნებს, „გამოიყენონ“ აშშ გამდიდრებისტვის. მან განსაკუთრებით გამოყო ჩინეთი, რომელთანაც ამ დროისათვის აშშ სავაჭრო ომს აწარმოებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა „საშინელი გადაწყვეტილება“ უწოდა ჩინეთის მსო-ში დაშვებას.

„ქვეყნებს ათობით წელი წაუვიდათ მსო-ს სისტემაში თავიანთი ეკონომიკების ჰარმონიზაციისთვის და უცბად უმსხვილესი ქვეყანა ამბობს, არ გამოვრიცხავთ, რომ იქიდან გავიდეთო. ეს როგორ? სიტყვა „ეკონომიკა“ — ეს უბრალოდ ციფრები და პროცენტრები არ არის... ეს კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული კომპანიების ბედია, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან. როგორ შეიძლება ასე უპასუხისმგებლოდ, როგორც საანგარიშოზე (ეს საანგარიშო არც არის, ეს პირველყოფილი ჩხირებია), ისე „ჩამოყარო“ მსოფლიოს ბედი? ასე არ შეიძლება“, — აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, სანამ რაიმე ახალზე ილაპარაკებ, უნდა დაფიქრდე, რომ ძველი არ დაანგრიო.

 

ყველა ახალი ამბავი
0