თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. მოსკოვის კრემლის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომოს დროინდელი საავიაციო ბომბია აღმოჩენილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости კრემლის კომენდანტ გენერალ−კეიტენანტ სერგეი ხლებნიკოვზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ბომბი გრუნტის გამყარებითი სამუშაოების დროს იპოვეს.
„მეფის დროს იქ საყინულე იყო, სარდაფი, რომელშიც პროდუქტები ინახებოდა. სწორედ იქ იჭრებოდა გრუნტი ჰიდროიზოლაციისთვის“, — განმარტა ხელიბნიკოვმა.
ბომბი უკვე გააუვნებელყვეს და გაანადგურეს. ხლებნიკოვის თქმით, ამ დროისათვის კრემლში სიმშვიდეა.
სააგენტო წერს, მეორე მსოფლიო ომის პირველ წლებში, მიუხედავად შენიღბვისა, კრემლი არაერთხელ დაიბომბა. მაგალითად, 1941 წლის 10−11 აგვისტოს, ერთ−ერთი ბომბი კრემლის ნიკოლსკის კოშკთან ახლოს ჩამოვარდა.