სოციალურ ქსელში მხატვარი გვანცა აფხაიძე ემოციურ ისტორიას აქვეყნებს, თუ როგორ დაამარცხა 28 წლის ასაკში სიმსივნე. მისი თქმით, კიბო განაჩენი არ არის და არც დასამალი ისტორიაა.
„ხანდახან მეამაყება კიდეც, რომ სიმსივნე მქონდა და გადავრჩი, თუმცა არ ვთვლი რომ ამის გამო გმირი ვარ. 20 წლის ვიყავი, როცა ძალიან შემთხვევით აღმომიჩინეს სიმსივნე, მახსოვს რამდენიმე დღე მამაჩემი სევდიანად დადიოდა და არ მელაპარაკებოდა, დედა ემიგრანტი მყავს და „სკაიპით“ რომ რეკავდა, სულ ტიროდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, თუ უბრალოდ ცუდი ანალიზები მქონდა რატომ დამტიროდნენ, ბოლოს ჩემმა ყოფილმა ქმარმა გაბედა და მითხა: გვანცა ვარაუდობენ, რომ ლიმფომა გაქვს და ბიოფსია აუცილებლად უნდა გაიკეთოო“, - წერს გვანცა.
მისი თქმით, ამ დროს საერთოდ არ იცოდა რას ნიშნავდა ლიმფომა და „გუგლის“ დახმარებით შეიტყო, რომ ეს სიმსვივნეა და მკურნალობას ექვამდებარება. გადაწყვიტა, რომ გადარჩებოდა, თუმცა მანამდე, რთული გზის გავლა მოუწია - გაიკეთა 12 გადასხმა, დასცვივდა თმა, დასივდა, სულ ცუდად იყო და თავს მარტო გრძნობდა, რადგან დედა შორს იყო და არავინ იყო, ვინც გულში ჩაიკრავდა და ვისთანაც გულამოსკვნილი იტირებდა.
6 წლის სიმსივნიანი გოგონას ასრულებული ოცნება: მსოფლიოში ყველაზე მცირეწლოვანი პოლიციელი >>>
„ვიცოდი, რომ აუცილებლად კარგად უნდა ვყოფილიყავი, რომ დედას ჯანმრთელი დავხვედროდი, თან 20 წლის ასაკში არაფერი ღირებული არ მქონდა შექმნილი და რადგან ვთვლი, რომ ყველა ადამიანი რაღაც მისიით იბადება დედამიწაზე, ალბათ იმისთვის, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს! გადავწყვიტე, რომ სანამ ამას არ გავაკეთებდი, მანამდე ჩემი სიკვდილი არ შეიძლებოდა“, - წერს გვანცა.
მისი თქმით, ყველაზე მეტად მაშინ ნერვიულობდა, როდესაც თმა გასცვივდა და ფიქრობდა, რომ თუ თმა ისევ გაეზრდებოდა, არასდროს შეიჭრიდა, თუმცა მკურნალობის შემდეგ 6 წელი გავიდა და თმა ორჯერ გადაიპარსა, რადგან მიხვდა, რომ თმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ჰო და კიდევ თუ სიმსივნე ოდესმე კიდევ დამემართება, მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს ღმერთთან, მე ისევ ვიმკურნალებ და ისევ გადავრჩები, ოღონდ ბავშვები ნუ დაავადდებიან! და ბოლოს, ვინც ახლა მკურნალობს იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ საკუთარი თავის რწმენა არ დამიკარგავს არასდროს და ნუ დაკარგავენ საკუთარი თავის რწმენას“, - წერს ახალგაზრდა მხატვარი.