https://sputnik-georgia.com/20190719/mariam-gvasalia-simsivnes-ebrdzvis-245995664.html
„რომ გავიგე, რომ ჩემი დიაგნოზი იყო სიმსივნე, არ ვიცი რამდენად ადეკვატური რეაქცია მქონდა“
„რომ გავიგე, რომ ჩემი დიაგნოზი იყო სიმსივნე, არ ვიცი რამდენად ადეკვატური რეაქცია მქონდა“
Sputnik საქართველო
„სოლიდარობის ფონდი“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ცნობილი ქართველი დიზაინერი მარიამ გვასალია მხარდაჭერას უცხადებს ფონდის საქმიანობას. 19.07.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-07-19T15:30+0400
2019-07-19T15:30+0400
2021-10-19T17:02+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24599/54/245995438_0:16:1600:921_1920x0_80_0_0_17dc089168c3c145d7d3c4f46203c11b.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24599/54/245995438_0:0:1600:1006_1920x0_80_0_0_e030d5b63e412898e4fe1ddbc43d2c09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
„რომ გავიგე, რომ ჩემი დიაგნოზი იყო სიმსივნე, არ ვიცი რამდენად ადეკვატური რეაქცია მქონდა“
15:30 19.07.2019 (განახლებულია: 17:02 19.10.2021) „სოლიდარობის ფონდი“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ცნობილი ქართველი დიზაინერი მარიამ გვასალია მხარდაჭერას უცხადებს ფონდის საქმიანობას.
დიზაინერი მარიამ გვასალია ჰყვება, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ სიმსივნე ჰქონდა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დაავადებასთან ბრძოლაში ფინანსები და ემოციური მდგრადობაა.
„რომ გავიგე, რომ ჩემი დიაგნოზი იყო სიმსივნე, არ ვიცი, რამდენად ადეკვატური რეაქცია მქონდა. მგონი, ვერც აღვიქვი კარგად, იმდენად მოულოდნელი იყო. ძალიან რთული პერიოდი უნდა გაიარო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოთმინებით და გაგებით მოეკიდო, პროცესი გაიწელება, არ იქნება მარტივი, იქნება დამღლელი და მტკივნეული.
ყველაზე რთულია, როცა ამის გადატანა ბავშვებს უწევთ. ყველაზე დიდი ტრავმა მშობლებისთვისაა. ყველაზე მნიშვნელოვანი, სამწუხაროდ, არის ფინანსური მხარე. რაც უნდა ემოციურად მდგრადი იყო და კარგი ექიმების ხელში აღმოჩნდე, თუ ფინანსური მხარე არ იქნება გამართული, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდე.
ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების სოლიდარობა, რომ არც ერთი მშობელი არ ჩავარდეს გამოუვალ მდგომარეობაში. ყველას შეგვიძლია ვიყოთ ქველმოქმედები…“ – ამბობს მარიამი.