გორის ციხეზე მუზეუმის მოწყობა იგეგმება

© photo: courtesy of Tako Atuashviliგორის ციხე
გორის ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ირგვლივ მოეწყობა ბილიკები და გაიმართება ისტორიული და შემეცნებითი ატრაქციები

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. გორის ციხეზე არქეოლოგიური და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც აქ მუზეუმის მოწყობა იგეგმება, იუწყება პირველი არხი.

გორის ციხე სახელმწიფო საკუთრებიდან გორელებსა და გორის ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა. ამჟამად მიმდინარეობს მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობა.

უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილი ჩამოინგრა>>

მუზეუმის გარდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ირგვლივ მოეწყობა ბილიკები და ტერიტორია დაიტვირთება ისტორიული და შემეცნებითი ატრაქციებით.

ამ მიზნით გორის ციხის ტერიტორია დაათვალიერეს და მუზეუმის სავარაუდო სპეციფიკა განიხილეს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა.

„ვფიქრობთ, რომ შევქმნათ კიდევ ერთი ახალი, მრავალფეროვანი და შემეცნებითი ადგილი, რომელიც თანაბრად საინტერესო იქნება ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის... დღეს მუზეუმის კონცეფციაზე ვისაუბრეთ, გვაქვს რამდენიმე იდეა და მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, მალე განვახორციელებთ“, – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

დარეჯანის სასახლე და ქალთა მონასტერი ძველ თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისი დარეჯანის სასახლის რესტავრაციაზე 2 მილიონ ლარს დახარჯავს

გორის ციხის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

გორის ციხე ქართლის ისტორიული ციხესიმაგრეა, რომელიც გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ იქ ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე იყო, რომლის გარშემოც მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ" წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება და ის მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ აღდგა.

ყველა ახალი ამბავი
0