ტელეკომპანია „პირველზე" კიბერშეტევა განხორციელდა

გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება ტვ „პირველზე" განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. დამოუკიდებელი „ტელეკომპანია პირველის" ცენტრალურ სერვერზე დღეს დილით კიბერშეტევა განხორციელდა, ნათქვამია ტელეკომპანიის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კიბერშეტევამ არხის სრული პარალიზება გამოიწვია და ეთერში მაუწყებლობა სრულფასოვნად ამ დრომდე ვერ გადის.

„დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა „საქმიანი დილა" და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები", - აღნიშნულია განცხადებაში.

საპროტეატო აქცია ტელეკომპანია TV Pirveli-თან - Sputnik საქართველო
TV Pirveli-ს მფლობელის გამოკითხვა: სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკური ქვეტექსტი

ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება „ტვ პირველზე" განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე.

ტელეკომპანია „პირველის" მფლობელი ვატო წერეთელი ცოტა ხნის წინ პროკურატურამ დაიბარა. მისი დაბარება გამოკითხვაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს უკავშირდებოდა.

თავად TV Pirveli-ს დამფუძნებელი ვარაუდობდა, რომ მიმდინარე მოვლენები, უშუალოდ ტელეკომპანიას უკავშირდება. როგორც მან განაცხადა, ტელევიზიასთან დაკავშირებით მუდმივად იყო შეტევები, თუმცა ამ შეტევებს მუდმივად უმკლავდებოდნენ.

წერეთელმა პროკურატურაში მის დაბარებასთან დაკავშირებით საკუთარ Facebook-გვერდზე განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „ტვ პირველი" არავის გავლენის ქვეშ არ გადავიდოდა.

ყველა ახალი ამბავი
0