ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ტფილისზე შეყვარებული თავადი გაგარინი: ღვაწლი საქართველოსთვის

© photo: Sputnikგრიგორი გაგარინი
გრიგორი გაგარინი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ბესიკ ფიფია

რუსი მხატვარი და არქიტექტორი, თავადი გრიგორი გაგარინი გარკვეული პერიოდით ცხოვრობდა ტფილისში და მართლაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.

გრიგორი გაგარინი — მისი საიმპერატორო უდიდებულესობის კარის ობერგოფმეისტერი, რუსი მხატვარი 1810 წელს დაიბადა მოსკოვში. 13 წლამდე მშობლებთან ერთად პარიზსა და რომში ცხოვრობდა, შემდეგ სიენაში, ტოლომეის კოლეგიაში სწავლობდა.

ამ სასწავლებლიდან გამოსვლის შემდეგ, 1826 წელს პარიზში, რომსა და კონსტანტინოპოლში რუსეთის საელჩოებში მსახურობდა; ორი წლის განმავლობაში მდივნის თანამდებობა ეკავა მიუნხენის საელჩოში, ხოლო 1839 წელს პეტერბურგში დაბრუნებული, მალევე კავკასიაში გამოემგზავრა. 

გრიგორი გაგარინი კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლის, მიხეილ ვორონცოვის განკარგულებაში დაინიშნა, „რათა იგი გამოყენებულ იქნეს სამეცნიერო და არტისტული მიმართულებით“.

ყველა ახალი ამბავი
0