საგამოძიებო სამსახურმა 100 მლნ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენება აიცილა თავიდან

© Pixabay / 4711018ხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილი 53 პირიდან დღეისათვის უკვე დაპატიმრებულია 38 პირი. მათ შორის არიან კომპანიების დირექტორები და დამფუძნებლები და ასევე კომპანიების ფაქტობრივი მმართველები.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტები გამოავლინა, ნათქვამია უწყების განცხადებაში

საქართელოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საგამოძიებო სამსახურმა 36 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

გავრცელებული ინფორმაციით, გახსნილია  ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა, რის შედეგადაც გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის ცხრა საქმეზე 53 პირის მიმართ.

„უწყებამ გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 000 000 ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, თავიდან არის აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის“, — ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილი 53 პირიდან დღეისათვის უკვე დაპატიმრებულია 38 პირი. მათ შორის არიან კომპანიების დირექტორები და დამფუძნებლები და ასევე კომპანიების ფაქტობრივი მმართველები.

გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულებისა და მათთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები. ამასთან, ამოღებულია მილიონ ლარზე მეტი ნაღდი ფული და დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.

საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება ამ და სხვა დანაშაულებრივ სქემებში მონაწილე შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენა-მხილების მიზნით.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3, 210-ე მუხლის მე-2, 218-ე მუხლის მე-2 და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0