საგამოძიებო სამსახურმა 36 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

© photo: Sputnik / Stringerსაქართელოს ფინანსთა სამინისტრო
საქართელოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეწარმე სუბიექტებმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესში სხვადასხვა სახის ყალბი დოკუმენტები წარმოადგინეს.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წელს მეწარმე სუბიექტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის გამოყენების 36 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული შესყიდვებით პროკურატურა დაინტერესდა

გამოძიების ინფორმაციით, მეწარმე სუბიექტებმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესში დამკვეთი ორგანიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და გამოცდილების დადასტურების მიზნით სხვადასხვა სახის ყალბი დოკუმენტები წარადგინეს. ამ ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 27 მეწარმის მიმართ დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით.

პარალელურად გამოვლინდა ფაქტები, როდესაც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სუბიექტებს შორის ადგილი ჰქონდა წინასწარ შეთანხმებას და  გარიგებას ტენდერზე წარსადგენ ფასებთან მიმართებაში. ამან შემსყიდველი ორგანიზაციების კანონიერი ინტერესის დარღვევა გამოიწვია. ამ ბრალდებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე პრიმა მუხლით პასუხისგებაში მიეცა 9 მეწარმე სუბიექტი.

ყველა ახალი ამბავი
0