„არარატ–არმენიას“ მთავარი მწვრთნელი: თბილისში მატჩი განსხვავებული იქნება

© Sputnik / Alexander Imedashviliვარდან მინასიანი
ვარდან მინასიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვარდან მინასიანის განცხადებით, თბილისში ორივე ტაიმს ერთ დონეზე ჩაატარებენ

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik.  საფეხბურთო კლუბ „არარატ–არმენიას“ მთავარი მწვრთნელი ვარდან მინასიანი მიიჩნევს, რომ „საბურთალოს“ წინააღმდეგ უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩი ერევანში გამართული მატჩისგან, რომელიც ანგარიშით 1:2 დასრულდა, განსხვავებული იქნება. 

„საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ შეხვედრა - Sputnik საქართველო
„საბურთალო“ - „არარატ-არმენია“ - მოსალოდნელი მატჩის პროგნოზი

„ერთი კვირის წინ ჩვენ ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. პირველში ძალიან კარგად ვითამაშეთ და გოლიც გავიტანეთ. შესვენების შემდეგ კი ვითარება შეიცვალა და ჩვენ მატჩი სამ წუთში წავაგეთ. ასეთი რამ თბილისში არ განმეორდება. ხვალ ორივე ტაიმს ერთ დონეზე ვითამაშებთ“, – განაცხადა მინასიანმა პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელმა აღნიშნა, რომ „საბურთალო“ გაცილებით უკეთეს სიტუაციაში იმყოფება და არცთუ უბრალო მოწინააღმდეგეა მოთამაშეების შესანიშნავი ნაკრებით.

 „საბურთალოს“ ფეხბურთელები ინდივიდუალური ოსტატობით გამოირჩევიან. შესანიშნავად აკონტროლებენ და მართავენ ბურთს. არ გამიკვირდება, თუ მომავალში მათგან რომელიმე სერიოზულ ევროპულ კლუბში აღმოჩნდება. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მომავალი თამაში ჩვენთვის და მასპინძლებისთვისაც არ იქნება მარტივი“, – აღნიშნა მინასიანმა.

„საბურთალოსა“ და „არარატ–არმენიას“ შორის მატჩი 14 აგვისტოს თბილისის მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება – მატჩის დასაწყისი 20:00 საათზე.

ყველა ახალი ამბავი
0