„საბურთალო“ - „არარატ-არმენია“ - მოსალოდნელი მატჩის პროგნოზი

© photo: Sputnik / Aram Nersesyan„საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ შეხვედრა
„საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-საქართველოს სპორტული მიმომხილველი გთავაზობთ უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩის პროგნოზს „საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ შორის.

ნოდარ მაისურაძე

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში, რომელიც ერთი კვირის წინ გაიმართა ერევანში, „საბურთალომ“ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. ეს შედეგი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ბევრი სპეციალისტისთვის.

მთელი საქმე ისაა, რომ პირველი 45 წუთის განმავლობაში მასპინძლები პრაქტიკულად დომინირებდნენ მინდორზე და ანგარიშიც სწორედ მათ გახსნეს. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, „არარატს“ მოწინააღმდეგის კარზე ზეწოლა უნდა გაეძლიერებინა, მაგრამ შესვენების შემდეგ გუნდი მოულოდნელად მოდუნდა და ორი გოლი გაუშვა საკუთარ კარში.

„საბურთალო“ ამ დროისათვის ევროთასის კამპანიაზეა გადართული და ამასთან დაკავშირებით უკვე ორი ტური გამოტოვა საქართველოს ჩემპიონატში. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მოსამზადებელ-საწვრთნელ პროცესზეა კონცენტრირებული და ამით დამატებით სათამაშო პრაქტიკას იკლებს. მეჩვენება, რომ მოსალოდნელ შეხვედრაში ამას, სარგებელზე მეტად ზიანის მოტანა შეუძლია.

რაც შეეხება „არარატ-არმენიას“, გუნდმა ასევე გამოტოვა ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო ტური, თუმცა გასულ უქმეებზე მაინც ჩაერთო ბრძოლაში და დამაჯერებლად მოუგო „განძასარს“ - ანგარიშით 3:1.

მიუხედავად უპირატესობისა, რასაც „საბურთალომ“ ერევანში გამართულ მატჩზე მიაღწია, ჩემი აზრით, ამ შერკინებაში ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი. „არარატ-არმენიის“ ფეხბურთელების დონე კლუბს აძლევს იმედს, რომ შეხვედრა მათი წარმატებით დასრულდება. მათ სასარგებლოდ ორი ფაქტორი მუშაობს: პირველი, რომ „საბურთალო“ ევროტურნირების დებიუტანტია და შეიძლება რაღაც მომენტში გამოცდილება არ ეყოს; და მეორე: ქართულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის შინ ჩატარებული ორივე მატჩი წააგო. ჯერ „შერიფთან“ — ანგარიშით 1:3, მერე კი ზაგრების „დინამოსთან — ანგარიშით 0:2. 

„საბურთალოს“ სასარგებლოდ იმუშავებენ მშობლიური კედლები და ქომაგები, რომლებიც გაამხნევებენ ფეხბურთელებს. და თუ სტუმარ გუნდს წარმატება სურს, მან უნდა შეძლოს სტადიონზე შექმნილი ვითარებისგან აბსტრაგირება და პირველსავე ტაიმში გაიტანოს გოლი.

ასეთია ჩემი პროგნოზი მოსალოდნელ მატჩზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0