თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მონაკვეთზე, გორთან ახლოს მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანაში მსხდომმა ყველა ადამიანმა დროულად მოასწრო გადმოსვლა. მძღოლი საქართველოს მოქალაქეა და მას ინდოელი ტურისტები გადაჰყავდა.
ადგილზე უკვე მიემართება სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
მომხდარის გამო ავტობანზე საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია.