რუსთავში ახალგაზრდა ქალი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. რუსთავში, მესხიშვილის მეორე გასასვლელში 35 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. სავარაუდოდ,  გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო დაა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0