პროკურატურამ სასამართლოს გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართა

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს უწყება

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართა, იუწყება პირველი არხი.

ნიკა გვარამია: „ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი“ >>

საქართველოს პროკურატურამ  ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი. გამოძიების ცნობით, ნიკა გვარამიას ქმედებებმა კომპანია იქამდე მიიყვანა, რომ „რუსთავი 2-მა“ დაახლოებით 6,8 მლნ ლარის მიღება ვერ შეძლო. 

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს უწყება.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გვარამია: მე გავყიდე სახლი და მივეცი მათ ფული, რადგან ხელფასებს ვერ ვიხდიდით

გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურამ  ნიკა გვარამიას ბრალის დადგენილება გუშინ გააცნო.

ამასთან, როგორც ნიკა გვარამიამ გუშინ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, პროკურატურას ორი არჩევანი აქვს – მისი თავისუფლება ან პატიმრობა, რადგან არანაირ გირაოს არ გადაიხდის.

რაში ადანაშაულებენ ნიკა გვარამიას? >>

ნიკა გვარამია ტელეკომპანიას სათავეში 2012 წლის ნოემბერში ჩაუდგა, 2014 წლის სექტემბერში კი მისი გენერალურ დირექტორი გახდა. გარდა ამისა, იგი წარმოადგენდა ტელეკომპანიას მესამე პირთან ურთიერთობებში. ტელეკომპანიის წესდების თანახმად, იგი ვალდებული იყო, დაეცვა ტელეკომპანიის ინტერესები, მათ შორის ფინანსური.

ყველა ახალი ამბავი
0