პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 000 ლარიან გირაოს მოითხოვს

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქალაქო სასამართლო ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო „რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს, პროკურატურამ დაადასტურა, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 80 000 ლარიან გირაოს მოითხოვს, აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი. გამოძიების ცნობით, ნიკა გვარამიას ქმედებებმა კომპანია იქამდე მიიყვანა, რომ „რუსთავი 2-მა“ დაახლოებით 6,8 მლნ ლარის მიღება ვერ შეძლო.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
პროკურატურამ სასამართლოს გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართა

ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიებამ შეისწავლა ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა და მისი შემოსავლები, რის საფუძველზეც უწყებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე ასევე მოითხოვს ნიკა გვარამიასთვის ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას გამოძიების ინფორმირების გარეშე. ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდა.

გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურამ  ნიკა გვარამიას ბრალის დადგენილება გუშინ გააცნო. ბრალის დადგენილებასთან ერთად, რომელიც ერთი თაბახის ფურცელზე იყო დაწერილი, მის ადვოკატებს გადაეცა საქმის მასალები, რომელიც საკმაოდ მოცულობითია - ის 25 საკანცელარიო ყუთშია მოთავსებული.

ამასთან, როგორც ნიკა გვარამიამ სასამართლოში შესვლამდე გაიმეორა, პროკურატურას ორი არჩევანი აქვს – მისი თავისუფლება ან პატიმრობა, რადგან არანაირი გირაოს გადახდას არ აპირებს.

რაში ადანაშაულებენ ნიკა გვარამიას? >>

ნიკა გვარამია ტელეკომპანიას სათავეში 2012 წლის ნოემბერში ჩაუდგა, 2014 წლის სექტემბერში კი მისი გენერალურ დირექტორი გახდა. გარდა ამისა, იგი წარმოადგენდა ტელეკომპანიას მესამე პირთან ურთიერთობებში. ტელეკომპანიის წესდების თანახმად, იგი ვალდებული იყო, დაეცვა ტელეკომპანიის ინტერესები, მათ შორის ფინანსური.

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს მიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0