ჯარედ ლეტოს ჯგუფის კონცერტზე შეკვეთილში დამატებითი მატარებელი დაინიშნა

© AFP 2024 / Angela Weissჯარედ ლეტო
ჯარედ ლეტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
13 აგვისტოს თბილისი-ბათუმის და 14 აგვისტოს ბათუმი-თბილისის მატარებლები Black Sea Arena-ს ბაქანზეც გაჩერდება

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. 13 აგვისტოს როკ-ჯგუფ Thirty Seconds to Mars-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის დაინიშნება დამატებითი მატარებელი თბილისი-ბათუმი-თბილისი, რომელიც Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი ჯარედ ლეტო აგვისტოში საქართველოს როკ-ჯგუფ Thirty Seconds to Mars-თან ერთად ეწვევა და 13 აგვისტოს Black Sea Arenа-ს სცენაზე კონცერტს გამართავს.  კონცერტი სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება, რომელიც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

ჯარედ ლეტო - Sputnik საქართველო
ჯარედ ლეტო საქართველოში ჩამოდის - სად და როდის გაიმართება კონცერტი

მატარებლის გასვლა თბილისიდან - 12:40 საათზე, ჩასვლა Black Sea Arena-ზე -17:25 საათზე; ჩასვლა ბათუმში - 18:23 საათზე. გამოსვლა ბათუმიდან - 23:50 საათზე, ჩამოსვლა Black Sea Arena-ზე -  00:38 საათზე, ჩამოსვლა თბილისში - 05:15 საათზე.

ამასთანავე, 13 აგვისტოს № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმის და 14 აგვისტოს №811 ბათუმი-თბილისის მატარებლებს გაჩერებები Black Sea Arena-ს ბაქანზეც ექნებათ.

ჯგუფი Thirty Seconds to Mars ძმებ ჯარედ და შენონ ლეტოებმა ლოს-ანჯესესში, 1998 წელს დააარსეს. ჯგუფი მუსიკას ალტერნატიული როკის სტილში ასრულებს.

Black Sea Arena-ს სცენაზე სხვადასხვა წლებში გამოსულან ისეთი ლეგენდარული არტისტები, როგორიცაა ელტონ ჯონი, კრისტინა აგილერა, Scorpions, Aerosmith, ენიო მორიკონე, გორან ბრეგოვიჩი და სხვ.

შეგახსენებთ, რომ Black Sea Arena-ს 2019 წლის საზაფხულო სეზონი 16 ივნისს მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფ The Black Eyed Peas-ის კონცერტით გაიხსნება. 6 აგვისტოდან კი დაგეგმილია ბრიტანელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის, ჯესი ჯეის (Jessie J) კონცერტი.

ყველა ახალი ამბავი
0