ჯარედ ლეტო საქართველოში ჩამოდის - სად და როდის გაიმართება კონცერტი

© photo: Sputnik / Evgeniya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშიჯარედ ლეტო
ჯარედ ლეტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბილეთების გაყიდვა ვებ-გვერდებზე tkt.ge და eventer.ge 20 მაისიდან დაიწყება.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი ჯარედ ლეტო აგვისტოში საქართველოს როკ-ჯგუფ Thirty Seconds to Mars-თან ერთად ეწვევა და Black Sea Arenа-ს სცენაზე კონცერტს გამართავს, ნათქვამია საკონცერტო დარბაზის Facebook-გვერდზე.

13 აგვისტოს კონცერტი სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება, რომელიც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. ბილეთების გაყიდვა ვებ-გვერდებზე tkt.ge და eventer.ge 20 მაისიდან დაიწყება.

Jessie J საქართველოში კონცერტს გამართავს>>>

ჯგუფი Thirty Seconds to Mars ძმებ ჯარედ და შენონ ლეტოებმა ლოს-ანჯესესში, 1998 წელს დააარსეს. ჯგუფი მუსიკას ალტერნატიული როკის სტილში ასრულებს. 

ჯგუფი Black Eyed Peas - Sputnik საქართველო
Black Sea Arena-ს ცხელ სეზონს Black Eyed Peas-ი გახსნის

როკ-ბენდის შემოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ისეთმა ვარსკვლავურმა ჯგუფებმა და მუსიკოსებმა, როგორიცაა Pink Floyd, Led Zeppelin, Nine Inch Nails, The Cure, Depeche Mode, Joy Division და Nirvana. ჯგუფის ყველაზე ცნობილ ჰიტებს შორისაა - Attack, The Kill, From Yesterday და A Beautiful Lie.

Black Sea Arena-ს სცენაზე სხვადასხვა წლებში გამოსულან ისეთი ლეგენდარული არტისტები, როგორიცაა ელტონ ჯონი, კრისტინა აგილერა, Scorpions, Aerosmith, ენიო მორიკონე, გორან ბრეგოვიჩი და სხვ.

შეგახსენებთ, რომ Black Sea Arena-ს 2019 წლის საზაფხულო სეზონი 16 ივნისს მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფ The Black Eyed Peas-ის კონცერტით გაიხსნება. 6 აგვისტოდან კი დაგეგმილია ბრიტანელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის, ჯესი ჯეის (Jessie J) კონცერტი.

ყველა ახალი ამბავი
0