„მიკვირს, რომ არ დამიჭირეს“-ქალი, რომელიც უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

გამოწერა
ეკა მესხიძე საჯარო რეესტრის ყოფილ თავმჯდომარეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ეკა მესხიძე, რომელიც საჯარო რეესტრის ყოფილ თავმჯდომარეს პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
რამხელა ჯარიმები დაწესდა საქართველოში სექსუალური შევიწროებისთვის

როგორც ეკა მესხიძემ ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, მას ბრძოლისუნარიანობა არ დაუკარგავს, სამაგიეროდ, მურისიძე-ჩინჩალაძის სიას მიემატა ზაალ მარუაშვილი, თავისი სამარცხვინო და აბსურდული გადაწყვეტილებით.

„იმ სამარცხვინო ლაქას, რომლის ჩამორეცხვასაც ასე ძალიან აჩქარებდა მოსამართლეს, ვერასდროს ჩამოირეცხავს, რადგან ღირსებისთვის რომ იბრძოლო, ღირსება უნდა გაგაჩნდეს. სხვას რას ველოდით ამ პირობებში, ივანიშვილი-წულუკიანი-მინდია უგრეხელიძის სასამართლოდან?! (მიკვირს, რომ არ დამიჭირეს). როგორ ფიქრობთ, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი წინასწარ დაბარებული ტელევიზიებით აბა ჩემს სასარგებლოდ იქნებოდა?!“, - წერს ეკა მესხიძე.

ქალი მოსამართლეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ შეეძინა გოგონამ, ჰპირდება, რომ ერთხელაც, თუ პაპუნა უგრეხელიძის მსგავსი ნაძირალა დაჩაგრავს, იმედი აქვს ცოცხალი იქნება და დაიცავს.

სახეზე ხელაფარებული ქალი - Sputnik საქართველო
სექსუალური შევიწროება: სპორტსკოლის ყოფილ მწვრთნელს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

„პოლიტიკურად ანგაჟირებული“ მე უჩა ნანუაშვილთან და თამარ კორძაიასთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას. შემდეგ სერიაში გავასაჯაროვებ ყველა მტკიცებულებას და სახალხო დამცველის დასკვნას, რაც მონამორჩილმა მოსამართლემ არ გაითვალისწინა“, - წერს ეკა მესხიძე.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი ქალის წინააღმდეგ, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. უგრეხელიძის სასარჩელო მოთხოვნა ეხებოდა გავრცელებული ცნობების და ღირსების შემლახავი გამონათქვამების უარყოფას. დავის საგანი არ ყოფილა სექსუალური შევიწროების დადგენა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ქალს დაევალა მედიებში უარყოს ბრალდებები უგრეხელიძის მიმართ. ქალის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. ადვოკატის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მისი განმარტებით, ქალს ცნობების უარყოფა მანამ არ ევალება, სანამ გასაჩივრების ვადა აქვთ.

ქალთა უფლებების დაცვის აქცია - Sputnik საქართველო
ზვიად დევდარიანს სექსუალური შევიწროების ხუთი ფაქტიდან სამი დაუმტკიცდა

უგრეხელიძის საქმეზე სახალხო დამცველს სექსუალური შევიწროება აქვს დადგენილი. ადვოკატი განმარტავს, რომ ეს დასკვნა არ საჩივრდება და სასამართლოს არ უთქვამს, რომ ქალის მიმართ სექსუალური შევიწროება არ განხორციელებულა, რადგან მხოლოდ უგრეხელიძის სარჩელს განიხილავდა.

სასაამრთლო გადაწყვეტილებას უგრეხელიძე ფეისბუქზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ბრალდებები შანტაჟის ფორმა იყო, რომელმაც რეპუტაცია შეულახა. ის ადანაშაულებს ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც და ამბობს, რომ მსგავსი ქცევები „საშიშ ტენდენციას უყრის საფუძველს“.

ყველა ახალი ამბავი
0