ზვიად დევდარიანს სექსუალური შევიწროების ხუთი ფაქტიდან სამი დაუმტკიცდა

© Sputnik / Alexander Imedashviliქალთა უფლებების დაცვის აქცია
ქალთა უფლებების დაცვის აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველმა აღნიშნული ფაქტის განხილვისას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული სტანდარტით იხელმძღვანელა

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" ყოფილ ხელმძღვანელ ზვიად დევდარიანს სექსუალური შევიწროების ხუთიდან სამი ფაქტი დაუდასტურდა, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ონლაინ-გამოცემა „ტაბულას" ვებ-გვერდზე 17 მარტს ოთხი ქალი წერდა, რომ სხვადასხვა წლებში დევდარიანი სექსუალური ხასიათის თხოვნებით მიმართავდა და ინტიმური კავშირის დამყარებას სთხოვდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შს სამინისტრომ 23 მარტს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ადევნებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა,  სპეციალური მიმართვა კი „ქალთა მოძრაობამ“ ასევე პარლამენტს და სახალხო დამცველს გაუგზავნა.

ქალთა უფლებების დასაცავად გამართული აქცია - Sputnik საქართველო
საია: სექსუალური შევიწროვების მსხვერპლ ქალებს სამართლებრივად დავეხმარებით

სახალხო დამცველის წარმომადგენლები პირადად შეხვდნენ მხარეებს.

სამი განმცხადებლის მიმართ დადგინდა სექსუალური შევიწროების ფაქტი. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები წარმოშობილი ვარაუდის გასაქარწყლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

„სამივე განმცხადებელთან ზ.დ.-ს მხრიდან ქცევისა და გარემოებების საერთო მახასიათებლის გათვალისწინებით, სახალხო დამცველს წარმოეშვა სექსუალური შევიწროების განხორციელების ვარაუდი, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები წარმოშობილი ვარაუდის გასაქარწყლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დანარჩენ ორ საქმეზე შესწავლა შეწყდა, რადგან მომხდარიდან დიდი დრო იყო გასული და საკმარისი მტკიცებულებების მოძიება ვერ მოხერხდა.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული დევდარიანი სასამართლოში მიდის

აღნიშნული განცხადებების განხილვისას სახალხო დამცველმა იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული სტანდარტით, რომლის თანახმად, შემავიწროებელს უნდა სცოდნოდა, რომ კონკრეტული სექსუალური ხასიათის ქცევა მიუღებელი იქნებოდა მსხვერპლისთვის, ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის ოფისის განცხადება პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.

ზვიად დევდარიანი საქართველოს ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ 16 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა. სკანდალის შემდეგ კი დევდარიანმა მოხსნა კანდიდატურა.

 

ყველა ახალი ამბავი
0