„შენი საბედისწერო სურათი მე გადავიღე“ -საირმეში ტრაგიკულად დაღუპული ქალის უკანასკნელი ფოტო

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საირმეში ფოტოს გადაღებისას მედეა კვირკველია რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაიღუპა

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. საირმეში ფოტოს გადაღებისას დაღუპული მედეა კვირკველიას და სოციალურ ქსელში უბედურ შემთხვევამდე გადაღებულ მის უკანასკნელ ფოტოს აქვეყნებს.

საირმე - Sputnik საქართველო
ტრაგედია საირმეში: დამსვენებელი ხრამში გადავარდნის შედეგად დაიღუპა

„შენი საბედისწერო სურათი მე გადავიღე“, - წერს მანო კვირკველია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

საირმეში, ხრამში გადავარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული მედეა კვირველია გალის რაიონიდან იყო. ის ადგილობრივების ინფორმაციით, ზუგდიდში გათხოვდა, თუმცა მოგვიანებით საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ.

ქალი, ბორცვზე ფოტოს გადასაღებად იყო ასული როცა ფეხი დაუცდა და 8-10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. ის თავის ტრავმით, სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. მედეა კვირკველიას სამი შვილი დარჩა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115- მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0