თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის შედეგად დამსვენებელი დაიღუპა, იუწყება პირველი არხი.
არსებული ინფორმაციით, ტყეში სეირნობისას დამსვენებელი ბორცვზე ფოტოს გადასაღებად ავიდა, ფეხი დაუცურდა და 10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.