თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თბილისის ცენტრში, ჩიტაიას მოედანზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.
ტელეარხის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავდა. ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ყაჩაღური თავდასხმის“ მუხლით, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.