სისხლიანი თავდასხმა Liberty Bank-ზე – დაჭრილები არიან ბანკის თანამშრომლები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ვარკეთილში მდებარე „ლიბერთი ბანკის" (Liberty Bank) ერთ-ერთ ფილიალს უცნობი პირები თავს დაესხნენ, ჯერჯერობით უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პოლიცია - Sputnik საქართველო
საბურთალოზე „ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს

აღნიშნული ფილიალი ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ინციდენტი პარასკევს, დილით მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ბანკის ორი თანამშრომელი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0