საბურთალოზე „ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს

© сourtesy of Sona Barseghyanპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე უცნობია რა რაოდენობის თანხა გაიტაცეს თავდამსხმელებმა

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ნუცუბიძის პლატოზე  მდებარე „ლიბერთი ბანკის“  ფილიალი დააყაჩაღეს, იუწყება  ტელეკომპანია Rustavi2

დაკავება - Sputnik საქართველო
რა ოდენობის თანხა გაიტაცეს „ლიბერთი ბანკიდან": დაკავებულია 51 წლის მამაკაცი

ყაჩაღობა თბილისში,  ჟღენტის ქუჩაზე,  დაახლობით ერთი საათის წინ მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის შენობაში, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი შეიჭრა, რომლებმაც  თანხის წაღება სცადეს და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ–კრიმინალისტები. ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის თანხაა წაღებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. 


ყველა ახალი ამბავი
0