რატომ ძვირდება ადგილობრივი პროდუქტი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება

გამოწერა
მიმდინარე გაცვლითი კურსის პირობებში ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა აქვთ, მიიჩნევს მინისტრის მოადგილე

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ადგილობრივ პროდუქტებზე ფასები მაღალი მოთხოვნის გამო იზრდება, განუცხადა ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.

20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 6,6%-ით დაეცა. ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 32 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა, შედეგად ლარი 1,4%-ით გამყარდა. თუმცა 7 აგვისტოს ლარის კურსი კვლავ დაეცა - 2,9321 GEL/$. ივლისში პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები ივნისთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა.

პურ-ფუნთუშეული - Sputnik საქართველო
გაიზრდება თუ არა ფასები: კომპანიები კონკურენციის სააგენტოსთან ითანამშრომლებენ

„ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ფასის ზრდის განმაპირობებელი ძირითადად ბაზარზე მოთხოვნის გაზრდა და პროდუქციის დეფიციტია და არა კურსი. მაგალითად, ბადრიჯანი, რომელიც ნაწარმოებია ლაგოდეხში ან თუნდაც, ქართლში, რომლის მოყვანის ძირითადი ხარჯი არის ლარში გაწეული, არ შეიძლება, კურსის გამო მერყეობდეს მისი ფასი და იზრდებოდეს“, – განაცხადა ხანიშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ იმპორტირებული სასურსათო პროდუქციის მოცულობა საქართველოში 2012 წლის შემდეგ არ გაზრდილა, მაშინ, როცა ქვეყანაში წარმოებული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი თითქმის 70-80%-ით გაიზარდა და ახლა საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდის კარგი შანსი აქვს.

„ადგილობრივი წარმოების პროდუქცია არის უფრო ნაკლებად დამოკიდებული ლარის კურსზე, რადგან ძირითადი წარმოება ხდება ადგილზე, მუშა ხელი და ბევრი სხვა სიკეთე მოიხმარება ადგილზე. ასეთ შემთხვევებში, ჩვენი რეალური გამოსავალი არის, რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ, რაც ლარის ასეთ პირობებში, გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს“, - განაცხადა ხანიშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, ქართული პროდუქციის ექსპორტი 2019 წლის იანვარ-ივნისში 11,5%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით და დაახლოებით 1,8 მილიონ დოლარს გაუტოლდა. ამასთან სუფთა ექსპორტი (რექსპორტის ჩათვლის გარეშე) 2018 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით 0,8%-ით გაიზარდა და 1,1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

კომპანია „ოქროს სიიდან“ შეღავათების გაუქმების გამო ფასების ზრდით იმუქრება >>

ამავე დროს, საქართველოში 2019 წლის დასაწყისიდან იმპორტი 4,9%-ით შემცირდა და დაახლოებით 4,2 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. იმპორტი იკლებს ძირითადად იმის გამო, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების მიწოდება 15,1%-ით შემცირდა.

ყველა ახალი ამბავი
0