რამდენ ლარად იყიდით 1 დოლარს 2020 წელს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

© photo: Sputnikლარის და დოლარის კუპიურები
ლარის და დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინვესტიციო კომპანიის ანალიტიკოსების შეფასებით, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart-ი 2020 წელს ლარის კურსი 2,60-2,65 ნიშნულამდე გამყარებას ვარაუდობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს ტურისტულ სფეროში რეკორდი ვერ დამყარდა - სტატისტიკური მონაცემები >>

„ჩვენ ველოდებით, რომ ლარი დოლართან მიმართებაში 2019 წლის განმავლობაში 2.75-2.8 ნიშნულამდე გაძლიერდება, 2020 წელს კი, 2,60-2,65 ნიშნულამდე“, – აღნიშნულია  საინვესტიციო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
ლარი ვარდნას განაგრძობს: მთავრობას ეროვნული ბანკის სჯერა

კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია.

20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2,7871 ლარი იყო, 1 აგვისტოსთვის მან უკვე ახალ ანტირეკორდულ მაჩვენებელს – 2,9718-ს მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა 1 აგვისტოს აუქციონზე 32 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა, რის შედეგადაც ლარი 1,4%-ით გამყარდა. თუმცა 7 აგვისტოსთვის ლარის გაცვლითი კურსი კვლავ დაეცა - 2,9321 GEL/$.

ლარის გაუფასურება დაიწყო ქვეყანაში ივნისის ბოლოს განვითარებული მოვლენების შედეგად. საქართველო-რუსეთის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე, რომელთა საპასუხოდ რუსეთმა 8 ივლისიდან აკრძალა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან. საგრძნობლად შემცირდა ტურისტების ნაკადი.

გაიზრდება თუ არა ფასები: კომპანიები კონკურენციის სააგენტოსთან ითანამშრომლებენ >>

საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქვეყანა 2019 წლის ბოლომდე დაკარგავს 1 მილიონ ტურისტს რუსეთიდან, ზარალი კი 750 მლნ დოლარს მიაღწევს.

Galt & Taggart-ი ასევე აღნიშნეს, რომ ივლისში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდა, ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობა ერთი პროცენტით გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0