საქართველოში შემოტანილ ჰოლანდიურ ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს

CC0 / Pixabay / შესაწვევად გამზადებული ქათამი
შესაწვევად გამზადებული ქათამი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ ნიდერლანდების სამეფოდან 28 000 კგ ქათმის გაყინული ხორცი იყო შემოსული

თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. ფოთში ჰოლანდიიდან შემოტანილ ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

გარე ვაჭრობა - ხილი და ბოსტნეული - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ - ყველაზე საშიში პროდუქტები საქართველოში

ტელეკომპანია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ ნიდერლანდების სამეფოდან 28 000 კგ ქათმის გაყინული ხორცი იყო შემოსული, რომლის ფიტოსანიტარულმა და ვეტერინარულმა კონტროლმა აჩვენა, რომ ხორცი სალმონელით იყო დაავადებული.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს.

სალმონელა (Salmonella) ბაქტერიათა ჯგუფია, რომელიც ტიფოიდურ დაავადებებსა და მწვავე გასტროენტეროკოლიტს იწვევს. იგი უმეტესად საჭმლის მომნელებელ ტრაქტს აზიანებს.

ყველა ახალი ამბავი
0