„ფეიენოორდის“ წარმომადგენლები „დინამოს“ თამაშს დაესწრნენ

© photo: FC Dinamo Tbilisi / FB"დინამო" თბილისი
დინამო თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დინამოელებმა „ლოკომოტივი" ანგარიშით 6:0 დაამარცხეს

თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik.  როტერდამის „ფეიენოორდის“ ერთ–ერთი მწვრთნელი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი როი მაკაი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის  ლიგის „დინამოსა“ და „ლოკომოტივს“ შორის თბილისურ დერბის დაესწრო.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნებზე, სადაც მატჩი გაიმართა, მაკაიმ „დინამოს“ თამაში შეისწავლა, რომელთანაც „ფეიენორდს“  უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ხუთშაბათს, 8 აგვისტოს შეხვედრა აქვს დაგეგმილი. 

© FC Dinamo Tbilisi / FB / Badri Ketiladzeროტერდამის „ფეიენოორდის“ ერთ-ერთი მწვრთნელი როი მაკაი თბილისის „დინამოს" მატჩს დაესწრო
„ფეიენოორდის“ წარმომადგენლები „დინამოს“ თამაშს დაესწრნენ - Sputnik საქართველო
როტერდამის „ფეიენოორდის“ ერთ-ერთი მწვრთნელი როი მაკაი თბილისის „დინამოს" მატჩს დაესწრო

 „დინამოელებმა“ ბრწყინვალე მატჩი აჩვენეს და მოწინააღმდეგე ანგარიშით 6:0 დაამარცხა. დუბლით ნიკა ნინუა გამოირჩა.  გარდა ამისა, თითო–თითო გოლი გაიტანეს ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძემ, აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარმა. 

საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ“ გაბალა 3:0 ანგარიშით დაამარცხა - Sputnik საქართველო
თბილისის „დინამოს“ გამარჯვება: როგორ დამარცხდა აზერბაიჯანული „გაბალა“ – ფოტო

უეფას ევროპის ლიგის პირველ ორ რაუნდში ქართულმა კლუბმა დაამარცხა ანდორის „ენდორგანი“ (ორივე მატჩის შედეგი 7:0) და აზერბაიჯანული „გაბალა“ (5:0). აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელებს ოთხ მატჩში არცერთი ბურთი არ გაუშვიათ.

რაც შეეხება „ფეიენორდს“, ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველი მატჩი გუნდმა „სპარტასთან“  ფრე ანგარიშით (2:2) დაასრულა.

„დინამო“ თბილისი და „ფეინოორდი“ ერთმანეთს უეფას თასების თასის ნახევარფინალში 1980/1981 წლის  სეზონზე შეხვდნენ. თბილისში „დინამომ“ ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა, გასვლით მატჩში კი 0:2 დაუთმო და ფინალში გავიდა, სადაც გერმანული „კარლ ცეისი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0