დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის:  6 აგვისტო

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

კარგი დღეა ერთობლივ პროექტებში მონაწილეობისთვის. მუშაობისთვისაც და დასვენებისთვისაც კარგი კომპანია გჭირდებათ. მარტო დარჩენისას დისკომფორტს განიცდით და ღელავთ, ამის მიზეზი კი ვერ გაგირკვევიათ. ადვილი არაა უსიამოვნო მოგონებებისა და პირქუში აზრების განდევნა. ბევრ თქვენგანს უჩვეულო იდეები გაუჩნდება. არ გადადოთ მათი განხორციელება, რადგან ვარსკვლავები ახლა კეთილგანწყობილი არიან თქვენ მიმართ.

სანაპირო - Sputnik საქართველო
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

ბევრი დრო მიაქვს ფუჭ საუბრებს. გარშემომყოფების კითხვებს, შენიშვნებსა და უადგილო რჩევებს კალაპოტიდან გამოჰყავხართ. დღის დასაწყისში ადვილი არ იქნება სიმშვიდის შენარჩუნება, თუმცა, ეცდებით, ახლობელ ადამიანებს გული არ ატკინოთ. კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის – ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ყურადღებიანი ხართ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა, გექნებათ უამრავ საქმეში წარმატების მიღწევის შანსი. თქვენი იდეები ბევრს მოსწონს. არ არის გამორიცხული, რომ არა მხოლოდ მოავშირეები, არამედ ახალი მეგობრებიც იპოვოთ. კარგი დროა მგზავრობისთვის, რომელიც კაშკაშა შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. დღის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია რამე ახლის სწავლისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

დღის დასაწყისი რთული იქნება. ხშირად გაღიზიანებთ წვრილმანები, ამიტომ დილით, სჯობს, მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთოთ, არ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რასაც სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თანდათანობით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. საღამო კარგი დროა ახლობლებთან მნიშვნელოვანი საუბრებისთვის.

ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო
ყველაზე გულუხვი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

როგორც არ უნდა აეწყოს საქმეები, თქვენ ჯანსაღი აზრით ხელმძღვანელობთ და არა ემოციებით. სწორედ ეს დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. დღეს მიღებული გამოცდილება ცხოვრებაში კიდევ არაერთხელ გამოგადგებათ. ოჯახში რაღაც მოულოდნელი მოვლენებია მოსალოდნელია. ეს ჯერ გაგაოცებთ და დაგაბნევთ, შემდეგ კი უკვე გაერკვევით ვითარებაში. შესაძლებელია თანხის მიღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღის პირველი ნახევარი შესაფერისი დროა საყიდლებისა და გარიგებებისთვის. აქ ინტუიცია არ გიღალატებთ. მოგვიანებით ხელსაყრელი დრო დადგება ურთიერთობებისთვის, ახალი პარტნიორების მოძებნისთვის. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება ახლობლების შესახებ. შეგიძლიათ მიუბრუნდეთ ადრე დაწყებულ რამე საქმეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

გაქვთ შანსი, მიაღწიოთ წარმატებებს, მაგრამ იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ ეს იოლი იქნება. დღეს არაერთხელ მოგიწევთ გეგმების შეცვლა, ახლის გზადაგზა მოფიქრება. მიიღებთ გამოცდილებას, რომელიც შემდეგ გამოგადგებათ. შესაძლებელია საინტერესო ადამიანების გაცნობა. არ არის გამორიცხული ფინანსური პრობლემები, მაგრამ ეს დროებითია.

სიყვარული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომლებსაც აგვისტოში სიყვარულში გაუმართლებს

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ურთიერთობების თვალსაზრისით რთული დღეა. ყველას არ ესმის თქვენი მოქმედებების არსი, ხშირად გაკრიტიკებენ, თქვენს იდეებს სკეპტიკურად უყურებენ. თქვენ მაინც ახერხებთ სიმშვიდის შენარჩუნებას და მოთმინებით ხსნით თქვენი მოქმედებების მიზეზებს. მოსალოდნელია წარმატებები დამოუკიდებელ მუშაობაში. საინტერესო საქმიანობა განწყობას აგიმაღლებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დღე ცუდად არ ჩაივლის, თუმცა, დილით პრობლემებია მოსალოდნელი. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი პრობლემა თავისთავად გადაწყდება, ამიტომ მათზე ნერვიულობა არ ღირს. მოსალოდნელია, რომ სტუმრები გეწვიონ და კარგი სიახლეები და საინტერესო წინადადებები მოიტანონ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა რომანტიკისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ყველაფერი წარმატებულად ეწყობა, შფოთვის სერიოზული საბაბი არ გაქვთ. კარგი დღეა ახალი საქმის დააწყებად, თუნდაც ეს მასშტაბური პროექტი იყოს. შესაძლებელია საქმიანი ურთიერთობების გამტკიცება, ახალი მოკავშირეების მოძებნა. არ არის გამორიცხული, რომ საქმიან ურთიერთობებში რომანტიკის ელემენტები შემოვიდეს.

ცხოვრება ზღვის ნაპირზე - Sputnik საქართველო
რა გველოდება აგვისტოში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

ბევრი საქმე გექნებათ, ყველა შეიძლება ვერ მოასწროთ, ამიტომ აჯობებს, თუ პრიორიტეტებს დილითვე გაანაწილებთ. შესაძლებელია უთანხმოებები ადამიანებთან, რომლებთანაც საქმიანი ინტერესები გაკავშირებთ. ამ უთანხმოებებს, დიდი ალბათობით, მალე მოაგვარებთ. შეიძლება, დაუგეგმავი მგზავრობა მოგიწიოთ, რომლის დროსაც სასიამოვნო სიურპრიზები გამორიცხული არ არის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

დილა იღბლიანი და ნაყოფიერი პერიოდია. მოსალოდნელზე მეტს გააკეთებთ, მიაღწევთ შედეგებს, რომლებიც ბევრს გააოცებს. არის შანსი, რომ დიდი ხნის ოცნებაც აიხდინოთ. დღის მეორე ნახევარი კარგია ურთიერთობებისთვის, ასევე, ახალი ადგილების მონახულებისთვის. ნახავთ მრავალ საინტერესოს, მიიღებთ სასარგებლო ინფორმაციას და ასევე, შესაძლოა, მომგებიანი გარიგებებიც დადოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0