რა გველოდება აგვისტოში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

CC BY 2.0 / Matthias Ripp / Beach Lifeცხოვრება ზღვის ნაპირზე
ცხოვრება ზღვის ნაპირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულის თვე ყველა ჩვენგანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მას განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვს. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ვარსკვლავებისა და პლანეტების ცვალებადი განწყობა, რათა თვემ წარმატებულად ჩაიაროს.

პლანეტების უმრავლესობა აგვისტოში თავის მდგომარეობას შეიცვლის, რაც დიდი ცვლილებების მოახლოებაზე მეტყველებს. ზაფხულის ბოლოს კოსმოსური ობიექტების აქტიურობა ძალზე მაღალია, რის გამოც ვითარება ამა თუ იმ სფეროში, შესაძლოა, კარდინალურად შეიცვალოს.

ვერძი

აგვისტოში, ძირითადად, თვითრეალიზაციის საკითხებით დაკავდებით. თქვენთვის აუცილებელი გახდება კაშკაშა ემოციები, სილამაზე ირგვლივ, მხიარულება, სიამოვნება. აგვისტო გპირდებათ რომანტიკას, სიხარულს ახალ შესაძლებლობებს, აქტიურ დასვენებას. იქნება სამუშაოსთან, საზოგადოებაში რეალიზებასთან, მეგობრებთან, იდეებთან დაკავშირებული ცვლილებები.

სუფრა - Sputnik საქართველო
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კურო

აგვისტოში კუროს მრავალი მოვლენა ელოდება სახლთან, ოჯახთან, სიმყუდროვესთან, ნათესავებთან და ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით. მოსალოდნელია, რომ განახორციელებთ გეგმებს, რომლებიც საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას ან რემონტს უკავშირდება. თქვენი ყურადღება, ძირითადად, მიმართული იქნება ოჯახსა და სახლზე. ცვლილებები აგვისტოს შუა რიცხვებში შეეხება სამუშაოს, წარმატებებს, თვითრეალიზებას.

ტყუპი

აგვისტო ძალზე აქტიური გელოდებათ. იქნება ურთიერთობები, მოძრაობა, მოგზაურობა, სწავლა, უამრავი ინფორმაცია. მოვლენების ცენტრში მოქცევით. გახდებით უფრო მსუბუქი და მოძრავი. თვე სავსე იქნება სიურპრიზებით. შესაძლოა, მოგიწიოთ მოგზაურობა, ან საზღვარგარეთიდან რამე ცნობა მიიღოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე იმოქმედებს.

კირჩხიბი

აგვისტოში კირჩხიბებს ფინანსური წარმატებები გელოდებათ. ბევრს ექნება შემოსავლები. გახდებით უფრო „მიწიერი", საკუთარ რესურსებზე და მატერიალურ სიკეთეზე, ყოფაზე კონცენტრირებული. ცვლილებები კი შეეხება თქვენს ფინანსებსა და შინაგან გრძნობებს, ემოციებს. თვის შუა რიცხვებში საკუთარ თავში გარკვევა მოგიწევთ.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით

ლომი

ლომებისთვის აგვისტო ძალზე წარმატებული და იღბლიანი პერიოდია. გახდებით ბევრად უფრო მიმზიდველი, მომხიბლავი. ბევრი თქვენგანი მოულოდნელად მიიღებს თანხას, ან სიყვარული ეწვევა. აგვისტო ძალზე დინამიკური თვეა, მოვლენებით აღსავსე. იქნებით მეტად თავშეუკავებელი, ემოციური. ცვლილებები გელოდებათ ურთიერთობების, პარტნიორობის, სიყვარულის სფეროში.

ქალწული

თქვენს ცხოვრებაში მრავალი უხილავი მოვლენა იქნება, შინაგანი ცვლილებები, საიდუმლო საქმეები. თქვენი უმრავლესობა გადაერთვება საკუთარ ოცნებებზე, შინაგან სამყაროზე, სულიერ ცხოვრებაზე. მოსალოდნელია ცვლილებები ფარულ სიყვარულში, ან საყვარელ ადამიანთან საცხოვრებლად გადასვლა. ცვლილებები ასევე შეეხება თქვენს ყოფასა და სამუშაოს. უნდა მოაწესრიგოთ ცხოვრება და შეცვალოთ მუშაობისა და ყოფის მეთოდები.

სასწორი

აგვისტო სავსე იქნება გუნდური მუშაობითა, ან მეგობრებთან ურთიერთობებით. გექნებათ საშუალება, მოახდინოთ საკუთარი ტავის რეალიზება სამუშაოში, ადამიანებთან ურთიერთობებში. იქნებით ძალზე პოპულარული, ორიგინალური, თავისუფლების მოყვარული. ცვლილებები შეგეხებათ პირადად თქვენ, თქვენს წარმოჩენას. შესაძლოა, ამ თვეში თქვენი ჭეშმარიტი ნიჭის რეალიზება, ყველაფერში ინდივიდუალიზმის გამოჩენა მოისურვოთ: ურთიერთობებშიც, სამუშაოსა და მთლიანად, ცხოვრებაში.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები - ვის უმართლებს ყველაზე მეტად ლატარიის თამაშში

მორიელი

მორიელებს აგვისტოში სამუშაოსთან, მიზნებთან და ამბიციებთან დაკავშირებით მრავალი ცვლილება მოგელით. ბევრი თქვენგანი მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს მიზნებისკენ, მუხლჩაუხრელად იშრომებს და მოახდენს საკუთარი თავის რეალიზებას. ცვლილებები შეეხება თქვენს ოჯახს, სახლს, ნათესავებთან და ახლობლებთან ურთიერთობებს. აგვისტოს შუა რიცხვებში სახლსა და ოჯახთან დაკავშირებული ცვლილებებია მოსალოდნელი. ამიტომ მიზნებსა და ოჯახს შორის ბალანსი უნდა მოძებნოთ.

მშვილდოსანი

თქვენი ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანი, საინტერესო და ცვლილებებით აღსავსე იქნება. მოსალოდნელია მოგზაურობა, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად ან სამუშაოდ გადასვლა, ან უცხოელ პარტნიორებთან ერთად მუშაობა, თვალსაწიერის გაფართოება, სწავლა, მასშტაბური საქმეები. აგვისტო დიდი საქმეების თვე იქნება. ცვლილებებს კი მოითხოვს თქვენი პირადი უნარი, იყოთ მოქნილი, ისწავლოთ, მეტი იმოძრაოთ და გქონდეთ ადამიანებთან ურთიერთობები.

თხის რქა

თხის რქებს არცთუ მარტივი პერიოდი გელოდებათ. მოგიწევთ რაღაც დაბრკოლებების გადალახვა, მაგრამ თვის ყველა ამოცანას სულის სიმტკიცითა და თქვენი სიბრძნით გაუმკლავდებით. გელოდებათ მოულოდნელი ფინანსური დახმარება, ან მემკვიდრეობით ქონების მიღება. ცვლილებები კი თვის შუა რიცხვებში თქვენს საკუთარ რესურსებს შეეხება. უნდა გადახედოთ ფულთან და პირად რესურსებთან (ჯანმრთელობა, უნარები, პოტენციალი და სხვა) დამოკიდებულებას.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე იდუმალებით მოცული ნიშნები - ტოპ-ექვსეული

მერწყული

მერწყულები აგვისტოში მთლიანად ჩაეფლობით ურთიერთობებში, იქნება ეს პარტნიორული თუ სასიყვარულო. აგვისტო თქვენთვის ურთიერთობების, სიყვარულის, ან ვინმესთან წყვილში მუშაობის თვეა. შეძლებთ ჰარმონიის მიღწევას საკუთარ მოთხოვნებსა და ურთიერთობებს შორის. ცვლილებები შეგეხებათ პირადად თქვენ, თქვენს გრძნობებს, ემოციებს, შინაგან მდგომარეობას. ამ თვეში თქვენთვის საჭირო გახდება პირადი ტრანსფორმაციები.

თევზები

აგვისტო სავსე იქნება მუშაობით, პროდუქტიულობით, შეძლებთ ბოლოს და ბოლოს, ყველაფრის თავის ადგილზე დალაგებას, „მიწაზე დაშვებას" და ცხოვრების ორგანიზებას. ცვლილებები მოვა თქვენს შინაგან სამყაროში, გრძნობებში. შესაძლებელია რაღაც საიდუმლო საქმეები, საიდუმლოებებთან დაკავშირებული ცვლილებები. გელოდებათ დიდი შინაგანი და გარეგნული ცვლილებები, პროდუქტიული შრომა.

ყველა ახალი ამბავი
0