შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

© Sputnik / STRINGERშტორმი
შტორმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციებს.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
ქარი, წვიმა და ელჭექი - სანაპირო კურორტებზე ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება

უწყების ინფორმაციით, უამინდობის გამო, ამ დროისთვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს", – ნათქვამია განცხადებაში.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციებს.

ყველა ახალი ამბავი
0