თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. დღეს ღამის საათებში ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 2-3 ბალი, იუწყება აჭარის ტელევიზია.
კურორტებზე გავრცელებას დაიწყებს გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, რის ფონზეც ამინდი მკვეთრად გაუარესდება.
მოსალოდნელია დასავლეთის ქარის გაძლიერება და წვიმა ელჭექით, შესაძლებელია ძლიერი ნალექი.
ცუდი ამინდი ხვალ საღამომდე შენარჩუნდება. წვიმის მიუხედავად, დამსვენებლებს დღის განმავლობაში თბილი ამინდი ელოდებათ. რეკომენდირებული არ არის ზღვაში შესვლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ივლისის თვეში მაშველებმა საქართველოს ზღვებზე 67 ადამიანი გადაარჩინეს.