როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე

© Pixabay / jplenioსაქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე
საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები 4 აგვისტოდან ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ  

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ხვალ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში დილის საათებში ნალექია ნავარაუდევი, ზეგიდან კი, ტემპერატურის მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ.

ბულვარი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი ბათუმში 4 აგვისტოს

3 აგვისტოს, საქართველოს დედაქალაქში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, საქართველოს ცალკეულ რაიონებში კი გაწვიმდება. შავი ზღვის სანაპიროზეც დილის საათებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში კი გამოიდარებს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, წვიმაა მოსალოდნელი კახეთის ზოგიერთ რაიონში, აგრეთვე სტეფანწმინდაში, გუდაურის მიდამოებსა და ახალქალაქში, წალკასა და ბაკურიანში.

4 აგვისტოს მოსალოდნელია ტემპერატურის მატება და უნალექო ამინდი მთელ საქართველოში.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 4 აგვისტოს>>

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 37 გრადუსამდე აიწევს. თბილისში კი ღამით 19, ხოლო დღისით 30 გრადუსია ნავარაუდევი.

ყველა ახალი ამბავი
0