გონიოში მამაკაცი დაიხრჩო

© Sputnik / STRINGERცურვა აკრძალულია!
ცურვა აკრძალულია! - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველებმა მამაკაცი ზღვიდან გამოიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. გონიოში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეარხი Imedi.

უბედური შემთხვევა დღეს მოხდა.

შტორმი - Sputnik საქართველო
შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

ზღვაზე გამოცხადებული 4-ბალიანი შტორმის მიუხედავად, მამაკაცი ზღვაში შევიდა.

მაშველებმა ის ზღვიდან ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო „სასწრაფო დახმარების" ბრიგადა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა  შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა გამოაცხადა და დამსვენებლებს მოუწოდა დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

უწყების ცნობით, უამინდობის გამო შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0