გაიფიცებიან თუ არა რკინიგზელები - შრომის სამინისტრო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Denis Aslanovმატარებელი
მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რკინიგზელთა გაფიცვამ საქართველოში შიდა და გარე სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება გამოიწვიოს

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. შრომის სამინისტრო მოუწოდებს სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციას და „რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ წარმომადგენლებს ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მოხდეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძემ შრომის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეს მიმართა წინადადებით, დაინიშნოს შუამავალი კოლექტიური შრომითი დავის გადაჭრის მიზნით. შრომის სამინისტრომ დანიშნა მედიატორი, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა „შუამავალმა“ ვერ მოახერხა.

მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევანი - Sputnik საქართველო
ქართველი რკინიგზელების გაფიცვით სომხეთი დაზარალდება?!

„მედიატორმა რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მიუხედავად მედიატორის არაერთგზის მცდელობისა, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მედიატორს შორის შეხვედრა არ შედგა. შედეგად, მედიაციის პროცესი შეწყდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მხარეთა თანხმობისა და მიმართვის შემთხვევაში სამინისტრო მზად არის პროცესში ჩასართავად.

კომპანია „საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლები საპროტესტო აქციისა და გაფიცვის გამართვას გეგმავენ. ისინი ხელმძღვანელობას ხელფასების 50%-ით გაზრდას თხოვენ. ახალი პროფკავშირის განცხადებით, რკინიგზის ადმინისტრაცია მათთან მოლაპარაკებების გამართვაზე უარს აცხადებს.

საქართველოს რკინიგზა: ხელფასების 50%-იანი მატება შეუსრულებელი მოთხოვნაა >>

პეტიციას ხელი უკვე მოაწერა 4800-მა თანამშრომელმა. გაფიცვის ზუსტი თარიღი 10 აგვისტოს გახდება ცნობილი. პროფკავშირის აქტივისტების განცხადებით, გაფიცვა საქართველოში შიდა და გარე სარკინიგზო მიმოსვლის ავტომატურ გაჩერებას გამოიწვევს.

მუშები რკინიგზის მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა შეიძლება შეწყდეს

თავის მხრივ, „საქართველოს რკინიგზაში“ თანამშრომლების მოთხოვნებს არარეალურს უწოდებენ. კომპანიის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაფიცვისთვის დაახლოებით 4,8 ათასი რკინიგზელი ემზადება, სინამდვილეს არ შეეფერება.

კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ 2020 წლის 1 მარტიდან დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1 500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10 პროცენტით, რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.

სს „რკინიგზაში“ 12682 ადამიანია დასაქმებული, მათგან პროფკავშირში დაახლოებით 4,8 ათასი ადამიანი ირიცხება.

ყველა ახალი ამბავი
0