კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 5–11 აგვისტოს პერიოდში

© Pixabay / samvsmithარწივი მთებში
არწივი მთებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოროსკოპები გვეხმარება, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შევინარჩუნოთ წარმატება და კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ. ეს კვირა შესანიშნავი დროა მშვიდი და ზომიერი საქმეების შესასრულებლად.

5–11 აგვისტოს პერიოდი ძალზე სტაბილური და პროგნოზირებადია, თუმცა, ზოდიაქოს ბევრი ნიშნის წარმომადგენლებს მშფოთვარე კვირა დღე ელოდება, რადგან პლანეტები, ენერგეტიკის თვალსაზრისით, დესტრუქციული გახდებიან. სჯობს, ამ დღეს დაისვენოთ.

ვერძი

თითოეულ ადამიანს აქვს ხასიათის ნათელი და ბნელი მხარეები. ამ კვირაში თვითონ ვერძები გადაწყვეტთ, რომელი მხარე აჩვენოთ ადამიანებს. ვარსკვლავები და პლანეტები აღმშენებლობითი და მშვიდი იქნებიან, მცირე დისონანსი მხოლოდ პარასკევს არის მოსალოდნელი. მთლიანობაში, საკმაოდ ხელსაყრელი კვირა გელოდებათ.

ყურადღების გამახვილება შეიძლება როგორც ამურულ, ისე ფინანსურ და საქმიან საკითხებზე, მთავარია, ერთდროულად ორ კურდღელს არ გაედევნოთ და ორივე არ დაკარგოთ. ასტროლოგების რჩევაა, მარტივ საქმეებს მიხედოთ. შეიძლება ასევე ახალი საქმეების დაწყებაც.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი

კურო

კუროებმა მაქსიმალური აქტიურობა სასიყვარულო სფეროში უნდა გამოავლინოთ. გახდებით ბევრად უფრო მომხიბლავი და მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა თვალში.

კვირას მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები დესტრუქციული გახდებიან ენერგეტიკის თვალსაზრისით. ეს დღე, სჯობს, განმარტოებით გაატაროთ და საქმეები აუჩქარებლად, ფრთხილად გააკეთოთ.

ტყუპი

კვირას სიფრთხილე გმართებთ, რადგან ვარსკვლავებისა და პლანეტების მოქმედება შეიცვლება. ამ დღეს მოერიდეთ ეგოისტურ გრძნობებზე აყოლას, არ აწყენინოთ ახლობელ ადამიანებს. დანარჩენი დღეები პროგნოზირებადი იქნება. სამსახურში შეგიძლიათ შეეჭიდოთ ურთულეს ამოცანებს, სახლში კი გენერალური დასუფთავების დღე მოაწყოთ.

თუ თქვენს ცხოვრებაში რთული პერიოდია, ამ კვირაში ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეცვალოთ.ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ახლობლებისთვის დამხარების თხოვნა, მაგრამ პრობლემების უმეტესობა, სჯობს, მარტომ გადაწყვიტოთ. სწორი არჩევნის გაკეთებაში ინტუიცია დაგეხმარებათ.

სიყვარული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომლებსაც აგვისტოში სიყვარულში გაუმართლებს

კირჩხიბი

თქვენთვის დგება იდეალური პერიოდი იმისთვის, რომ გადახედოთ პრიორიტეტებს, ახალ საქმეებს. ძალზე მნიშვნელოვანი კვირაა, რომელიც, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ხელსაყრელი პერიოდის დასაწყისი გახდეს. კვირას იუპიტერი შეწყვეტს რეტროგრადულ სვლას, რაც კირჩხიბებისთვის ბედნიერების კარს გახსნის.

მთლიანობაში, ეს შვიდი დღე შეიძლება ძალზე პროდუქტიული და დინამიკური იყოს კირჩხიბებისთვის. შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ნივთი, განაახლოთ გარდერობი, შეიცვალოთ იმიჯი. წაგადგებათ გარემოს შეცვლა, ადამიანებთან ურთიერთობები.

ლომი

ლომებმა ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსურ მხარესა და სამუშაოს. დაგჭირდებათ თავდაჯერებულობა და იმედი, მაგრამ ეს საკმარისი არაა – უნდა ბევრი იშრომოთ და სამომავლოდ საქმეები არ გადადოთ. ასევე, ასტროლოგების რჩევაა, ყურადღება გაამახვილოთ წვრილმანებზე და მოერიდოთ გულგრილობასა და იმპულსურობას.

იმპულსურობა საშიში იქნება სასიყვარულო სფეროშიც. მან, შესაძლოა, ჩხუბამდე და უნდობლობამდე მიგიყვანოთ. ექსპერტების აზრით, დიდ წარმატებას მოგიტანთ ურთიერთგაგება, რომანტიკა, სიკეთე და გულისხმიერება საყვარელი ადამიანების მიმართ.

ცხოვრება ზღვის ნაპირზე - Sputnik საქართველო
რა გველოდება აგვისტოში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ქალწული

ქალწულებისთვის დგება იდეალური პერიოდი იმისთვის, რომ განთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან, ცუდი თვისებებისგან, რომლებიც წარმატებების მიღწევაში გიშლით ხელს. დროა, გადახედოთ თქვენს ცხოვრებას და შეცვალოთ დამოკიდებულება მის მიმართ. სამუშაო დღეებში ყურადღება გაამახვილეთ საქმეებზე, მათ შორის, საოჯახოზე, გარშემომყოფების დახმარებაზე. კვირას კი, როდესაც ვარსკვლავები და პლანეტები კონფრონტაციაში შევლენ, ეს თქვენს განწყობაზე აისახება და ამიტომ, შესაძლოა, გაღიზიანებული და ეგოისტური გახდეთ.

კვირის პირველი ორი დღე კარგია კრეატიული საქმიანობისთვის, ხოლო შემდეგ, შაბათის ჩათვლით, ზომიერი მუშაობისთვის, დასვენებისა და ფიზიკური აქტიურობისთვის.

სასწორი

ასტროლოგები გირჩევენ, გათავისუფლდეთ დაგროვებული ნეგატივისგან. ამისთვის საჭიროა, დაისვენოთ, აიმაღლოთ ფიზიკური აქტიურობა, გახვიდეთ სუფთა ჰაერზე. ასევე, კარგი პერიოდია ახალი ცოდნის შეძენისთვის, რაც წინსვლაში დაგეხმარებათ.

ამ კვირაში ენდეთ მხოლოდ ფაქტებს, ხოლო ჭორებს, გავრცელებულ ხმებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. გარშემომყოფების მხრიდან სიცრუე და პირფერობა ძალზე საშიში იქნება ამ პერიოდში. არ აჰყვეთ ასეთ ადამიანებს და რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, დარჩით პატიოსანი საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

მორიელი

მორიელებისთვის დგება პერიოდი, როდესაც ყველაფერი ზედმეტისგან უნდა გათავისუფლდეთ. არ დახარჯოთ დრო და ფული უსარგებლო ნივთების ყიდვაზე, არ იწუწუნოთ, არ დაკარგოთ ოპტიმიზმი, სულ სახლში არ ისხდეთ, მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას.

სამსახურსა და ბიზნესში არ გახსნათ თქვენი კარტი დროზე ადრე. ეს კვირა მშვიდი იქნება, ამიტომ ყურადღება გაამახვილეთ ყოველდღიურ პრობლემებზე. წაგადგებათ გარემოს გამოცვლა, ახალი ნაცნობობა და სასიამოვნო ურთიერთობები.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ამ კვირაში გაქვთ შანსი, რომ შიშისა და განგაშის გრძნობისგან დიდი ხნით გათავისუფლდეთ. მართლაც ჯადოსნური პერიოდია თქვენთვის და განსაკუთრებით, კვირა დღე. ვარსკვლავები ძალზე პოზიტიურ გავლენას იქონიებენ თქვენზე და თქვენს იღბალზე.

მთლიანობაში, კვირა მშვიდი იქნება. ასტროლოგების რეკომენდაციაა, რომ სახლში პოზიტიური ენერგეტიკა მოიზიდოთ. ამის გაკეთება შესაძლებელია საფუძვლიანი დალაგებისა და ზედმეტი ნივთების გადაყრით. ასევე, კარგი იქნება ახალი აქსესუარების, ავეჯის შეძენა, რემონტის დაწყება, ავეჯის გადაადგილება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში

თხის რქა

ასტროლოგები გირჩევენ, მეტად ენდოთ ადამიანებს, იკონტაქტოთ სასიამოვნო ადამიანებთან, არ შეუშინდეთ ახალ ნაცნობობას. შეგიძლიათ იოცნებოთ, რადგან ფიქრსაც თავისი ძალა აქვს და ის სასურველს იზიდავს. მთავარია, წარსულზე არ „ჩაიციკლოთ“ და ნოსტალგიას თავი აარიდოთ.

სამსახურში შეგიძლიათ ახალი პროექტების დაწყება. ასევე ხელსაყრელი კვირაა ახალი სამუშაოს საძებნელად. ტრადიციულად, მიიჩნევენ, რომ თხის რქებს ცვლილებები არ უყვართ, მაგრამ ეს ასე არაა. მათ, უბრალოდ, მეტი მოტივაცია სჭირდებათ, რასაც ამ კვირაში დიდი დოზით მიიღებენ.

მერწყული

გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, სიკეთე და ყურადღება ახლობლების, მეგობრების, კოლეგების მიმართ, მოერიდეთ ცუდი ენერგეტიკის მქონე ადამიანებს, არაკეთილმოსურნეებს. შემოქმედებითი დღე იქნება კვირა, როდესაც ვარსკვლავები თქვენთვის მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩდებიან, აქტიური და აღმშენებლობითი გახდებიან. ამ დღეს მოერიდეთ მარტო დარჩენას.

ამ კვირაში შეძლებთ განგაშის, დეპრესიული განწყობის, შიშებისა და კომპლექსების მოშორებას. სამყარო თქვენს ცხოვრებაში დადებით კორექტივებს შემოიტანს, ბევრი პრობლემა თავისთავად მოგვარდება.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...

თევზები

მოერიდეთ ენერგეტიკულ ვაპირებს, უსიამოვნო ადამიანებს. სჯობს, განმარტოვდეთ, ვიდრე იმ ადამიანების გვერდით იყოთ, რომლებიც ნეგატიურ ემოციებს აღძრავენ თქვენში. არასახარბიელო პერიოდია ურთიერთობების გამოსარკვევად.  იყავით უფრო გულისხმიერი. ვისაც სიყვარულის პოვნა უნდა, ღირს რომანტიკის სამყაროში თავით გადაშვება.

კვირას მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი მოვლენები შეიძლება მოხდეს, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, სათადარიგო გეგმა მაინც მოამზადოთ. ეს, თუ პრობლემა გაჩნდება, მის სწრაფად გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.

ყველა ახალი ამბავი
0