მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ში სროლა გრძელდება: ოჰაიოს შტატში ცხრა ადამიანი დაიღუპა

© photo: AFP 2020 / JOEL ANGEL JUAREZამერიკის პოლიცია
ამერიკის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ში ერთ დღე-ღამეში დაფიქსირდა სროლის მეორე შემთხვევა, რომელმაც ადამიანების მასობრივი დაღუპვა გამოპიწვია

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში ცხრა ადამიანი დაიღუპა სროლის შედეგად, იუწყება РИА Новости ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.

სროლის შედეგად 16 ადამიანი დაიჭრა, თავად თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ ბარში მოხდა. ადგილზე FBI-ს თანამშრომლები მუშაობენ.

ერთ დღე-ღამეში აშშ-ში სროლის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა: ადრე ელ-პასოში სავაჭრო ცენტრ Walmart-ზე (ტეხასის შტატი) თავდასხმის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, 26 დაიჭრა, ბევრი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

სისხლიანი თავდასხმა სავაჭრო ცენტრზე ტეხასში: ბევრი დაღუპული და დაჭრილი >>

მსროლელი დაკავებულია. ეს არის 21 წლის ამერიკელი პატრიკ კრუზიოსი. წინა დღეს მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მანიფესტი, რომლითაც მხარს უჭერს ტერაქტს, რომელიც ახალი ზელანდიის მეჩეთში მოხდა. მან ასევე დაწერა, რომ თავისი ქმედებებით იცავს თავის ქვეყანას უცხოური „შემოსევისგან“ და მიგრანტების გამო აშშ-ის კულტურა და ეკონომიკა ზარალდება.

ყველა ახალი ამბავი
0