მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სისხლიანი თავდასხმა სავაჭრო ცენტრზე ტეხასში: ბევრი დაღუპული და დაჭრილი

© photo: AFP 2020 / JOEL ANGEL JUAREZსროლა ტეხასში
სროლა ტეხასში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასობრივი მკვლელობა ტეხასში განიხილება როგორც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. ოცი ადამიანი დაიღუპა და 26 დაიჭრა ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოში, სავაჭრო ცენტრ Walmart-ში სროლის შედეგად, მამაკაცი, რომელმაც შაბათს ცეცხლი გახსნა, დაკავებულია, იუწყება РИА Новости.

© photo: AFP 2020 / JOEL ANGEL JUAREZსროლა ტეხასში
სისხლიანი თავდასხმა სავაჭრო ცენტრზე ტეხასში: ბევრი დაღუპული და დაჭრილი - Sputnik საქართველო
სროლა ტეხასში

შტატის გუბერნატორის, გრეგ ებოტის თქმით, სროლის შესახებ ინფორმაცია შევიდა ადგილობრივი დროით 10:39 საათზე, პოლიცია ადგილზე ექვს წუთში მივიდა. 11:06 საათზე ეჭვმიტანილი დააკავეს, აცხადებს გუბერნატორი. ამასთან, პოლიციის განცხადებით, მამაკაცი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

დაკავებული 21 წლის ამერიკელი პატრიკ კრუზიოსია. წინა დღეს მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მანიფესტი, რომლითაც მხარს უჭერს ტერაქტს, რომელიც ახალი ზელანდიის მეჩეთში მოხდა. მან ასევე დაწერა, რომ თავისი ქმედებებით იცავს თავის ქვეყანას უცხოური „შემოსევისგან“.

მასობრივი მკვლელობა ტეხასში განიხილება როგორც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული.

სავაჭრო ცენტრი, რომელშიც სროლა მოხდა, მექსიკურ საზღვართან ახლოს მდებარეობს. მისი მომხმარებლების ძირითად ნაწილს შეადგენენ მექსიკელები, რომლებიც ელ-პასოში პროდუქტების შესაძენად ჩადიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტეხასში მომხდარ სროლას  „სიმხდალის აქტი“ უწოდა. „არ არსებობს არანაირი მიზეზი ან გამართლება, რომელიც როდესმე გაამართლებდა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ში.

© REUTERS / STRINGERხელებაწეული ადამიანები გამოდიან სავაჭრო ცენტრიდან სროლის შემდეგ
სისხლიანი თავდასხმა სავაჭრო ცენტრზე ტეხასში: ბევრი დაღუპული და დაჭრილი - Sputnik საქართველო
ხელებაწეული ადამიანები გამოდიან სავაჭრო ცენტრიდან სროლის შემდეგ

 

 

ყველა ახალი ამბავი
0