თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. ოცი ადამიანი დაიღუპა და 26 დაიჭრა ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოში, სავაჭრო ცენტრ Walmart-ში სროლის შედეგად, მამაკაცი, რომელმაც შაბათს ცეცხლი გახსნა, დაკავებულია, იუწყება РИА Новости.
შტატის გუბერნატორის, გრეგ ებოტის თქმით, სროლის შესახებ ინფორმაცია შევიდა ადგილობრივი დროით 10:39 საათზე, პოლიცია ადგილზე ექვს წუთში მივიდა. 11:06 საათზე ეჭვმიტანილი დააკავეს, აცხადებს გუბერნატორი. ამასთან, პოლიციის განცხადებით, მამაკაცი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.
დაკავებული 21 წლის ამერიკელი პატრიკ კრუზიოსია. წინა დღეს მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მანიფესტი, რომლითაც მხარს უჭერს ტერაქტს, რომელიც ახალი ზელანდიის მეჩეთში მოხდა. მან ასევე დაწერა, რომ თავისი ქმედებებით იცავს თავის ქვეყანას უცხოური „შემოსევისგან“.
მასობრივი მკვლელობა ტეხასში განიხილება როგორც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული.
Breaking:at least 18 people have been shot or injured inside a Walmart at Cielo Vista Mall in El Paso, authorities confirm. pic.twitter.com/00Q4h0g3vK
— Atlantide (@Atlantide4world) August 3, 2019
სავაჭრო ცენტრი, რომელშიც სროლა მოხდა, მექსიკურ საზღვართან ახლოს მდებარეობს. მისი მომხმარებლების ძირითად ნაწილს შეადგენენ მექსიკელები, რომლებიც ელ-პასოში პროდუქტების შესაძენად ჩადიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტეხასში მომხდარ სროლას „სიმხდალის აქტი“ უწოდა. „არ არსებობს არანაირი მიზეზი ან გამართლება, რომელიც როდესმე გაამართლებდა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ში.