საქართველოში ზოგიერთი ნარკოტიკების შენახვაზე საპატიმრო სასჯელი გაუქმდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ანტინარკოტიკული კანონმდებლობა კვლავ შეამსუბუქა

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის მოხმარებისთვის და ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა.

საუბარია ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომელთა მოხმარებაც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და პირის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს.

ილია მეორესთან შეხვედრის შედეგები: კანაფის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ >>

საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლზე და სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლზე. სასჯელის სხვა სახის გარდა (ჯარიმა ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა), პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, მეორეში - ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
სკანდალური კანონპროექტის ავტორმა დისკრიმინაციის შესახებ ბრალდებებს უპასუხა

საქმეში მოსარჩელე იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. სწორედ მან მოითხოვა, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევებში თავისუფლების აღკვეთა ანტიკონსტიტუციურ სასჯელად იყოს ცნობილი.

სარჩელის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლომ ნარკოტიკული ნივთიერებები პირობითად ორ კატეგორიად გაყო: ის, რომელიც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქმედებებს და ყველა დანარჩენი ნარკოტიკი.

პარტია „გირჩი“ სამახსოვრო ნივთებს აუქციონზე გაყიდის >>

პირველ კატეგორიასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთი ნარკოტიკების დამზადება, შეძენა და შენახვა მათი გასაღებისა ან ბრუნვის „მინიმალურ ჰიპოთეტურ რისკებს“ შეიცავს.

„სასამართლომ დაასკვნა, რომ ზემოხსენებული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხე ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ მიჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას, არ არის იმ ხარისხის, რაც თავისუფლების აღკვეთას გაამართლებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დანარჩენი სახის ნარკოტიკების მიმართ სასამართლო იყო კატეგორიული. მან განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა დასაბუთებულია.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში მარიხუანის მოხმარებისთვის მკაცრი შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა შეღავათები მათთვისაც, ვინც ერთი მოხმარებისთვის საჭიროზე მეტ ნარკოტიკული საშუალებას ამზადებს ან იძენს, მაგრამ სასამართლომ ამაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ნარკოტიკების გავრცელების საფრთხე ან სხვა ადამიანების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი არსებობს.

საქართველოს კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ძალუძს იმ ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცება, რომლებზეც მისი გადაწყვეტილება გავრცელდება. ამას გააკეთებს პარლამენტი, როდესაც კანონმდებლობას ამ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოიყვანს.

ადრე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მთლიანად გაუქმდა სასჯელი მარიხუანის მოხმარება-შენახვისთვის. ამასთან მისი მოხმარების ადგილების მიმართ მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0