„ფასები გაიზრდება“ - კონკურენციის სააგენტო ზოგიერთი კომპანიის განცხადებით დაინტერესდა

გამოწერა
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ქვეყანაში ფასების შესაძლო ზრდის შესახებ გაკეთებულ განცხადებებში კომპანიების აკრძალული კოორდინაციის რისკები დაინახა

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კონკურენციის სააგენტო დაინტერესდა რამდენიმე ასოციაციის, სადისტრიბუციო კომპანიის და მწარმოებელი კომპანიის განცხადებით ფასების შესაძლო მომატების შესახებ. განცხადება ბოლოდროინდელი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გაკეთდა.

ლარის პერსპექტივა... ვინ უწამლებს ეროვნულ ვალუტას? >>

20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2,7871 ლარი იყო, 1 აგვისტოსთვის მან უკვე ახალ ანტირეკორდულ მაჩვენებელს – 2,9718-ს მიაღწია. ამ დღეს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 32 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა, რის შედეგადაც ლარი 1,4%-ით გამყარდა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი: ლარი მყარ ნიშნულს დაუბრუნდება

„გამომდინარე იქედან, რომ საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები, შესაძლოა, კომპანიებს შორის კოორდინაციისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის რისკებს შეიცავდეს, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ინფორმაციის მოწოდება და, ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი განმარტება მოითხოვა: საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციისგან; შპს „დიპლომატ ჰოლდინგისგან“; საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისგან; მეფრინველეობის განვითარების ასოციაციისგან“, - ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამ კომპანიების წარმომადგენლებმა ლარის კურსის ცვალებადობის გამო ფასების ზრდა არ გამორიცხეს.

ლარის ახალი ანტირეკორდი - საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერვენციას იწყებს >>

კანონი „კონკურენციის შესახებ“ კრძალავს ეკონომიკურ აგენტებს შორის ისეთი შეთანხმების დადებას, რომლის მიზანია ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა.

„აღნიშნული შეთანხმების ერთ-ერთ სახეს ეკონომიკურ აგენტებს შორის ფასებზე ან სხვა სავაჭრო პირობებზე შეთანხმება წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0