ელექტრონული მუსიკის ფესტივალი პეტრას ციხეზე 10 აგვისტოს არ ჩატარდება

გამოწერა
მოსახლეობის ნაწილმა და სასულიერო პირებმა ფესტივალის ორგანიზატორებს წერილით მიმართეს

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარე პეტრას ციხეზე 10 აგვისტოს დაანონსებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სავარაუდოდ სხვა ლოკაციაზე ჩატარდება, იუწყება აჭარის ტელევიზია.

„სექ­სით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა ხის ძირ­ში...“ - რა მოხდა გუდაურში >>

ფესტივალის ორგანიზატორებმა მიიღეს კოლექტიური წერილი მოთხოვნით, არ ჩატარდეს ე.წ „კაზანტიპი" პეტრას ციხის ტერიტორიაზე, რომელსაც ხელს სასულიერო პირები და ადგილობრივები, ჯამში 160-მდე ადამიანი აწერს.

„ბატონო მირიან, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და დაგვეხმაროთ, რათა პეტრას ციხის ისტორიულ ადგილას არ მოხდეს ზემოაღნიშნული ღონისძიების გამართვა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდება ამ წმინდა მიწის დაცვა ყოველგვარი ამორალური  თუ ანტიმართლმადიდებლური ქმედებებისაგან", - წერია წერილში, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორებმა სოციალური ქსელით გაავრცელეს.

სტეფანწმინდა - Sputnik საქართველო
ვინ და რატომ დაარბია გუდაურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ტერიტორია?

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით,  მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ წერილობითი თანხმობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა  დაცვის სააგენტოსგან, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება ლოკაციის შეცვლასთან დაკავშირებით.

მათივე განმარტებით, ახალი ლოკაცია აუცილებლად იქნება აჭარაში, ზღვასთან ახლოს 10 აგვისტოს იგივე არტისტებით.

პეტრა — ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხესიმაგრეა. აღნიშნული ტერიტორია, რომელსაც გააჩნდა უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობა, ისტორიულად ლაზების დასახლებას წარმოადგენდა. ციხის ნანგრევები დღემდე კარგად არის შენახული.

ყველა ახალი ამბავი
0