„სექ­სით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა ხის ძირ­ში...“ - რა მოხდა გუდაურში

© Photo: Mtisa yvelashvili / FBმთისა ყველაშვილი
მთისა ყველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაურში ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს - ადგილობრივი დარბევის მიზეზებზე წერს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მთი­სა ყვე­ლაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე Mountain Set-ზე მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

სტეფანწმინდა - Sputnik საქართველო
ვინ და რატომ დაარბია გუდაურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ტერიტორია?

მთისა ყველაშვილი აცხადებს, რომ მთას­თან მეტი სიფრ­თხი­ლე და მო­რი­დე­ბაა სა­ჭი­რო, და რა­საც ზოგი თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეძა­ხის, ეგ თა­ვი­სუფ­ლე­ბა მთა­ში გარ­ყვნი­ლე­ბა და სი­ბილ­წეა.

„კა­ზან­ტი­პი, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლი თუ მსგავ­სი თავ­ყრი­ლო­ბე­ბი ბო­ლოს რო­გორც ვი­თარ­დე­ბა, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, აკი გვაქვს მთა­ში გა­მოც­დი­ლე­ბა მა­გის. ყვე­ლამ კარ­გად იცის, რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი შარ­შან ყაზ­ბეგ­ში, გვე­ლე­თის ჩანჩქერ­ზე მსგავს შეკ­რე­ბა­ზე“, - წერს მთისა ყველაშვილი.

ადგილობრივი იხსენებს, რომ გველეთის ჩანჩქერზე იყო უზო­მო სმა, ორ­გი­ე­ბი, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ახალ­გაზ­რდე­ბი გა­უ­გო­ნარ საქ­ცი­ე­ლს სჩა­დი­ოდ­ნენ - კლდე­ე­ბი­დან მაშ­ვე­ლებს ჩა­მოჰ­ყავ­დათ, ბილ­წავ­დნენ ხა­ტის­კა­რებს, ნი­შებს, არ­ბევ­დნენ სა­ლო­ცა­ვებს, სა­დაც მთი­ე­ლე­ბი ხა­ტო­ბებს მარ­თა­ვენ ხოლ­მე.

„სექ­სით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ყვე­ლა ხის ძირ­ში და ამას ყვე­ლა­ფერს ვუ­ყუ­რებ­დით ჩვენ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც და ტუ­რის­ტე­ბიც... აქ მთა არის, გე­ნაც­ვა­ლეთ, მთა, რო­მელ­მაც აქამ­დე მო­ი­ტა­ნა ყვე­ლა­ფე­რი, რი­თიც ახლა ასე მიმ­ზიდ­ვე­ლია დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის­თვის“, - ამბობს მთისა ყველაშვილი.

უბედური შემთხვევა გუდაურში: პარაპლანით ფრენისას ტურისტი დაიღუპა >>>

ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის ალექ­სან­დრე ზა­გაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, Mountain Set: Kazbegi-ს ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ის დარ­ბე­ვის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ფეს­ტი­ვა­ლი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს შო­რის ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, და­ზი­ან­და მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ტექ­ნი­კაც.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყაზბეგში 28, 29 და 30 ივნისს უნდა ჩატარებულიყო.

ყველა ახალი ამბავი
0