დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის:  3 აგვისტო

CC0 / Pixabay / ყავის მაგიდა
ყავის მაგიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ გაერთიანდეთ ადამიანებთან, რომლებთანაც ახლოსაა თქვენი ინტერესები და შეხედულებები ცხოვრებაზე. შესაძლებელია გრძელვადიანი გეგმების განხილვა, იღბლიანი თანხვედრების წყალობით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, პროფესიული პოზიციების გამტკიცება. მთავარია, არ თქვათ უარი საკუთარ გეგმებზე მცირე უთანხმოებების გამო.

სიყვარული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომლებსაც აგვისტოში სიყვარულში გაუმართლებს

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

რთულია თვითკონტროლის შენარჩუნება. ბევრზე ბრაზობთ, ნებისმიერ პროვოკაციაზე მწვავედ რეაგირებთ. გამორიცხული არ არის უთანხმოებები მოკავშირეებთან, რადგან ახლა თითოეული საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს. მგზავრობა კარგად ჩაივლის, თუ ამისთვის წინასწარ მოემზადებით. თუ შორ გზას დაადგებით და თან საჭესთან ხართ, სჯობს, სასიამოვნო თანამგზავრი მოძებნოთ – მარტოს, შესაძლოა, პირქუში აზრები მოგეძალოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ტყუპი

დღე კარგად ეწყობა, სერიოზული საფუძვლები შფოთვისთვის არ არსებობს. მოსალოდნელია პროგრესი სამუშაოზე. საქმეებში ძველი და ახალი ნაცნობები დაგეხმარებიან. საერთო საქმეებმა, შესაძლოა, რომანტიკულ ისტორიას დაუდოს საფუძველი. კარგი დღეა რამის ყიდვისთვის – იღბლიანი შენაძენი გელოდებათ. ასევე შეგიძლიათ ახლობელი ადამიანები საჩუქრებით გაანებივროთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

დღის პირველ ნახევარში თავშეკავება გჭირდებათ. თუ ემოციებს არ გააკონტროლებთ, შესაძლოა, ისეტი რამე თქვათ ან გააკეთოთ, რაც მერე სანანებელი გაგიხდებათ. სჯობს, ოჯახური საქმეები არავისთან განიხილოთ, ასევე, არ გაანდოთ გეგმები მათ, ვისაც ენაზე კბილის დაჭერა არ შუძლია. დღის მეორე ნახევარი იღბლიადა ჩაივლის. მოსალოდნელია სასიამოვნო თანხვედრები, სიიურპრიზები. კარგი დროა შეხვედრებისთვის, პაემნისთვის.

ცხოვრება ზღვის ნაპირზე - Sputnik საქართველო
რა გველოდება აგვისტოში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

დღე საკმაოდ მშფოთვარედ ჩაივლის, მაგრამ ვერც მღელვარება და ვერც მოულოდნელი მოვლენები დასახული მიზნების მიღწევაში ხელს ვერ შეგიშლით. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ დღეს შეხვდეთ ადამიანებს, რომლებთანაც საინტერესო და პერსპექტულ პროექტებზე იმუშავებთ. მოსალოდნელია თანხის მიღება, მაგრამ მისი დახარჯვა არ იჩქაროთ – მალე ის ძალზე მნიშვნელოვანი საქმისთვის დაგჭირდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

ადვილი არ არის გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა. ხანდახან  გეჩვენებათ, რომ ყველა თქვენ წინააღმდეგ არის ამხედრებული. მოცემული რჩევები უაზრობად გეჩვენებათ და ზოგჯერ გწყინთ კიდეც. ყოველთვის ვერ ახერხებთ თავის შეკავებას. სულიერიწონასწორობის დაბრუნებაში მუშაობა დაგეხმარებათ. ასევე, კარგი დღეა რამე ახლის სწავლისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღის დასაწყისი რთული იქნება. ხშირად გახსენდებათ უსიამოვნო მოგონებები, გიჭირთ საქმეზე გულისყურით გადართვა, ზოგს ეჭვი ეპარება შერჩეული გზის სისწორეში, ზოგს კი სიმტკიცე არ ჰყოფნის, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას. ეცადეთ, რომ ყურადღების მობილიზება მოახერხოთ აწმყოზე – თქვენს მოქმედებებზე ახლა ბევრი რამაა დამოკიდებული.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღე არცთუ იღბლიანად იწყება. გიჭირთ აზრების მობილიზება, არ გინდათ ან გეზარებათ საქმის დაწყება. ამასთან, შესაძლოა, შეუძლოდ იგრძნოთ თავი და ძალები არ გეყოთ გეგმების განსახორციელებლად. ცოტა უნდა მოიცადოთ – მალე თავს მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ და საქმეებსაც გულმოდგინედ შეუდგებით. მოსალოდნელია, რომ საჭირო ინფორმაცია სხვებზე ადრე მიიღოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მშვილდოსანი

დღის დასაწყისში სიმშვიდის შენარჩუნება რთულია. გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები თქვენგან ძალიან ბევრს მოითხოვენ, მხოლოდ პრეტენზიებს გიყენებენ. ეცადეთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ. ვითარება მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. მოსალოდნელია უეცარი სიახლეები სამსახურთან დაკავშირებით, ასევე საქმიანი წინადადებები. ასეთ ვითარებაში ინტუიცია უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე სხვების რჩევები.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

დღის დასაწყისში ემოციური ფონი დაძაბული იქნება. შესაძლოა, გაღიზიანდეთ წვრილმანების გამო. ზოგიერთი თქვენგანი უსიამოვნო მოვლენნებს გაიხსენებს წარსულიდან, რაც წონასწორობიდან გამოიყვანს. მოგვიანებით დაბრუნდება სიმშვიდე და წონასწორობა და მოქმედების დაწყებისთვის ხელსაყრელი დრო დადგება.

განთიადი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

დღის დასაწყისში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს– იოლია შეცდომის დაშვება, სიტუაციის არასწორად შეფასება. შუადნის შემდეგ გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დადგება დრო მრავალფეროვანი ექსპერიმენტებისა და იმპროვიზაციებისთვის. შესაძლებელია სრულიად ახალი საქმის დაწყება. ყურადღება მიაქციეთ ახლობლებთან ურთიერთობებს, რათა სერიოზული კონფლიქტი აიცილოთ თავიდან.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

თუ ვინმესთან გაერთიანდებით, მიზნების მიღწევა ბევრად იოლი იქნება. დამოუკიდებლად მუშაობა კი რთულია – არ გყოფნით ხან ცოდნა, ხან ძალა იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ასევე, ხელს გიშლიან არაკეთილმოსურნეები. ასევე ყოველთვის ვერ ახერხებთ საერთო ენის გამონახვას ახლობლებთან, რომლებიც თქვენგან დღეს ძალიან ბევრს მოელიან.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0