შვეიცარიის ელჩი საქართველოში: ჩვენ საქართველოსა და რუსეთში მაღალი ნდობა გვაქვს

© photo: Sputnik / Miranda Oganezovaპატრიკ ფრანცენი
პატრიკ ფრანცენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს 10 წელი შესრულდა, რაც შვეიცარია საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს ასრულებს.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო არენაზე შვეიცარიის როლია საკითხების მშვიდობიანად გადაწყვეტა, ქვეყნებს, ხალხებს შორის ორმხრივი დიალოგის მხარდაჭერა, განაცხადა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პატრიკ ფრანცენმა „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.

„არის გარკვეული პროგრესი" - შვეიცარიის ელჩი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე>>>

თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, 2009 წლიდან შვეიცარია საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს ასრულებს. თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის ინტერესების სექცია მუშაობს. საქართველოს ინტერესების დამცველი ანალოგიური სექციაა გახსნილი მოსკოვში.

„მნიშვნელოვანია, რომ იმ პერიოდში, როცა რუსეთში ელჩის მოადგილე ვიყავი, მე თბილი ურთიერთობები მქონდა როგორც რუს, ისე ქართველ კოლეგებთან. მე მათი მხრიდან დიდ ნდობას ვგრძნობდი, ასე იყო მოსკოვში და ასეა ახლაც, თბილისში საგარეო უწყებიდან კოლეგებთან მუშაობისას", – განაცხადა ელჩმა.

მისი სიტყვებით, საელჩოს თანამშრომლებს კარგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ რუსეთის ინტერესების სექციაში მომუშავე რუს დიპლომატებთან, რომლებთანაც მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ნდობით აღსავსე ურთიერთობა წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენს მუშაობაში. შვეიცარიას დიპლომატიური ურთიერთობის არმქონე ქვეყნებს შორის შუამავლის როლის შესრულების მხრივ ხანგრძლივი დადებითი გამოცდილება აქვს", – აღნიშნა დიპლომატმა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნების მხრიდან ნდობის ფაქტორი საკმაოდ მაღალია, რადგან შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: კარასინთან გამართულმა მოლაპარაკებებმა პრაღაში რეალური შედეგი გამოიღო

„ჩვენ არ გვაქვს Hidden Agenda, ჩვენ სწორედ იმ ხაზს მივყვებით, რომელსაც პარტნიორები ითხოვენ. ამ დარგში კარგი ტრადიციები გვაქვს. და მესამე ფაქტორი – შვეიცარული დიპლომატიის მაღალი დონე", – განაცხადა ფრანცენმა.

რუსეთში გატარებულ პერიოდზე საუბრისას შვეიცარიელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ის დრო მოვლენებით დატვირთული და მდიდარი იყო.

„ეს იყო ძალზე ინტენსიური ოთხი წელი. ჩვენ ვცდილობდით მუშაობას არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. 2014 წელს უკრაინაში კრიზისი დაიწყო და მაშინ შვეიცარია ეუთოში თავმჯდომარე იყო და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გვეთამაშა პოზიტიური და კონსტრუქციული როლი", – აღნიშნა ელჩმა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის, აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების გარდა, მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0